ჭადრაკი

15:23 | 26.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

შანავა და არუთინიანი პარდუბიცეში

ჩეხურ პარდუბიცეში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი CZECH OPEN 2012, რომელშიც ქართველი მოჭადრაკეები კონსტანტინე შანავა (2578) და დავიდ არუთინიანი (2556) თამაშობენ. 6 ტურის თავზე არუთინიანს 4.5 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლებით მეათეა, შანავა კი 4.0 ქულით 49-ეა.
ტურნირის ლიდერი ებრაელი ტამირ ნაბატი (2582) გახლავთ, რომელსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს და უახლოეს კონკურენტებს ქულით უსწრებს. მე-7 ტურში არუთინიანი თეთრი ფიგურებით უნგრელ ერვინ ტოტს (2477) ეთამაშება, ხოლო შანავა შავებით – ჩეხ პეტრ ნეუმანს (2476).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089963