ფეხბურთი

11:34 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკეს” ჰუნტელაარი და ჰიოგერი დიდი ხნით დააკლდებიან

გელზენკირხენის “შალკეს” ფეხბურთელები მარკო ჰიოგერი და კლას-იან ჰუნტელაარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ შეხვედრებს გამოტოვებენ.

უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ორშაბათს ორივე მათგანს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა.

24 წლის ნახევარმცველმა ჰიოგერმა, შაბათს ბუნდესლიგაში “ბრაუნშვაიგთან” გამართული მატჩისას მუხლქვეშა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. 30 წლის ჰოლანდიელ თავდამსხმელ ჰუნტელაარს ტრავმის გამო 17 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია და მინდორს მხოლოდ 2014 წელს თუ დაუბრუნდება.

0.114373