ფეხბურთი

11:03 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” პოლიციით უკმაყოფილოა

გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის პოლიციელთა მოქმედებას აკრიტიკებს, რომელმაც ბერძნულ პაოკ-თან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

თამაშის მსვლელობისას უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. სტოხის გოლიდან რამდენიმე წუთში, “შალკეს” ფანების ტრიბუნაზე პოლიციელები ავიდნენ და ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ხელკეტების გამოყენებით გულშემატკივრებს “ვარდარის” ბანერი ჩამოართვეს. Reuters-ის ცნობით, მაკედონიური კლუბის გულშემატკივრები გელზენკირხენელებთან მეგობრობენ და ბერძენ ფანებთან ნამდვილი ომი აქვთ გაჩაღებული. სწორედ ამიტომ, ტრიბუნაზე “ვარდარის” ბანერის გამოჩენამ პაოკ-ის ფანები გააღიზიანა და ინციდენტიც ამან გამოიწვია.

“მოვლენების განვითარების სცენარი სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვერ მივიღებთ და ვერც გავიგებთ მათ ქმედებას. გულშემატკივრებმა მაკედონიური “ვარდარის” ბანერი გაშალეს, პოლიციელებმა კი, ეს რატომღაც აგიტაციად მიიჩნიეს”, - წერია კლუბის განცხადებაში.

 

თეგები“შალკე”
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111143