ფეხბურთი

13:52 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“შალკე” დრაქსლერს არ ყიდის

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, გელზენკირხენის “შალკე” ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს არ გაყიდის. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან.

რამდენადაც ცნობილია, 20 წლის გერმანელის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურს. “მეთოფეები” დრაქსლერში 36 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადასახდელად არიან მზად, მაგრამ გერმანელები ფეხბურთელის დათმობაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.

დიდი ალბათობით, “არსენალის” დრაქსლერის საკითხს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში მიუბრუნდება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117067