ჩოგბურთი

0:41 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა იტალიური ტურნირის ნახევარფინალშია

სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილმა, რომელიც იტალიის ქალაქ ბეინასკოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ქართველმა და უკრაინელმა ჩოგბურთელებმა იტალიელ ალბერტა ბრიანტისთან და უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან პირველი სეტი დათმეს, საბოლოო ჯამში კი, 4:6, 6:4, 10:7 იმარჯვეს.

ნახევარფინალში შაფათავა და ვასილიევა მე-4 განთესვის მქონე იტალიელებს – ნიკოლ კლერიკოს და ჯულია გატო-მონტიკონეს გაეჯიბრებიან. 

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099061