სიცილიური ”პალერმოს” ახლადდანიშნული მწვრთნელი – სერსე კოსმი, მთელს იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურად ითვლება. სერსეს კოლორიტულობას მხოლოდ მისი ჩაცმულობის უცნაური სტილი და ორიგინალური საუბრის მანერა არ განაპირობებს. კოსმი ასევე ცნობილია იმითაც, რომ რასაც ფიქრობს, ყველაფერს ღიად ამბობს და დიდად არ ანაღვლებს ის, რომ მის სიტყვებს შეიძლება მძაფრი რეაქცია მოჰყვეს.
სერსე კოსმი არასოდეს მალავდა თავის დამოკიდებულებას, რომ დიდად არ მოსდიოდნენ თვალში ჰომოსექსუალები. ამასწინათ კი განაცხადა, რომ თავის გაწვრთნულ გუნდში “ცისფერებს” არაფრისდიდებით არ გააჭაჭანებს, რადგან მისი აზრით, გეი-ორიენტაციის ადამიანები გუნდში არაჯანსაღ განწყობილებას შექმნიან და ეს ნაჩვენებ შედეგებზეც აისახება.
ადამიანის იტალიელმა უფლებადამცველებმა უკვე მოსთხოვეს სერსე კოსმის თავისი სიტყვების გამო ბოდიშის მოხდა, მაგრამ სერსე იმ ყაიდის კაცი არ გახლავთ, რომ ნათქვამი სიტყვები ასე უცბად გადათქვას. მით უმეტეს, თავისნათქვამა კოსმის ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ადრეც გაულაშქრია.







