კალათბურთი

20:23 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბებმა ირანელებს აჯობეს

 

გრანადაში სერბეთისა და ირანის მატჩი მოულოდნელი სცენარით, თუმცა, მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. “პალასიო მუნისიპალ დე დეპორტესის” პარკეტზე (შეხვედრას 6600 მაყურებელი დაესწრო) პირველ ტაიმში თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, ბალკანელებმა აზიელი მოწინააღმდეგე მხოლოდ მესამე პერიოდში გატეხეს.

ირანელთაგან ჰამედ ჰადადი გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა გააკეთა, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა შეასრულა, მაგრამ შესვენების შემდეგ ბალკანელები 15:0 “გაიქცნენ” და ასპარეზობის ბედიც ამ მონაკვეთში გაირკვა. გამარჯვებულთაგან ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ნემანია ბიელიცა გახდა 18 ქულით, 10 მოხსნით, 2-2 შედეგიანი გადაცემითა და ჩაჭრით. ისე, სერბებმა საჯარიმო ტყორცნების მხოლოდ 51 პროცენტი გამოიყენეს. ბალკანელებს ეს საკალათბურთო ელემენტი უკეთ რომ შეესრულებინათ, სხვაობაც უფრო სოლიდური იქნებოდა.

ირანმა მიმდინარე მუნდიალზე მიჯრით მესამე პაექრობა დათმო, სერბებმა კი მეორედ იმარჯვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში

გრანადა. ჯგუფი A

ირანისერბეთი 70:83 (18:21, 20:21, 13:25, 19:16)

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111361