თამაშგარე

10:47 | 17.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

სექსი - შვება თუ პრობლემა?!

ახლახან, სვირინგების მოყვარული ფეხბურთელის, იტალიურ კლუბ “მილანის“ მოთამაშე კევინ პრინს-ბოატენგის მეგობარმა გოგონამ, მელისა სატამ განაცხადა, რომ ბოატენგს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ხშირი სექსის გამო. წყვილი მთელ თავისუფალ დროს სწორედ სექსს უთმობდა.
სამაგიეროდ, საფეხბურთო კლუბ “ბლექბერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რობი სევეჯმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა შოუში “ცეკვები ვარსკვლავებთან“, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არასოდეს შექმნია მსგავსი პრობლემები, თუნდაც სექსი უშუალოდ საფეხბურთო მატჩის წინ ჰქონოდა. 24 წლის განელ ფეხბურთელს კი ეს პრობლემებს უქმნის.
სიმართლე თქვა თუ მხოლოდ შოუს ელემენტი იყო ეს სევეჯის მხრიდან, ალბათ რთული სათქმელია, მაგრამ ყველაზე უპრიანია მის მეგობარ გოგონას მელისა სატას ნათქვამს დავეყრდნოთ, რადგან ბოატენგი სარეცელს სწორედ მელისასთან იყოფდა და არა სევეჯისთან..
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08676