თამაშგარე

11:05 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სენტიმენტალური და წარმატებული მარიო ბალოტელი

ყველას კარგად მოეხსენება იტალიელი ფორვარდის, საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყველაზე ტემპერამენტიანი, ექსცენტრიკული და თავქარიანი მარიო ბალოტელის ამქვეყნიური ვნებანი. მისი რომანები ცნობილ მოდელებთან, მანქანებით თავაწყვეტილი რბოლა და ჯარიმები, კონფლიქტები „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბალოტელი არც ისეთი “ურჩხულია”, როგორადაც საზოგადოება იცნობს. ახლახანს, ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას სენტიმენტალური ხასიათი გამოამჟღავნა. საქმე ისაა, რომ მარიო ბალოტელის ინგლისში ცხოვრებისას ძალიან მოსწონდა ამ ქვეყნის ტელეარხებზე შოუების ყურება. განსაკუთრებით კი, ამხიარულებდა ორი წამყვანი – ანტი და დეკი. მართალია, მარიოს ყოველთვის არ ესმოდა მათი, მაგრამ ისინი ახლაც კი ძალიან ენატრებიან.

ასე რომ, ჩვენი თავქარიანი მარიოც ჩვეულებრივი მოკვდავივით ხანდახან სენტიმენტალურ განწყობაზე დგება, მაგრამ კარიერაში წინსვლას კვლავ წარმატებით განაგრძობს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172765