ფეხბურთი

18:04 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ქობულეთში: “გურია” – “დინამო” 2:1

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის IV ტური სამ დღეზე გაიწელა. შაბათს დაიწყო და ორშაბათს დამთავრდა. ბოლო მატჩში ლანჩხუთის “გურიამ” ლონდონმოვლილ თბილისის “დინამოს” ქობულეთში უმასპინძლა და ... 2:1 დაამარცხა. ეს უკვე ნამდვილი მოულოდნელობაა. გუნდმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინათ ლამის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, მრისხანე “დინამოს” მოუგო. “დინამო” კი, ჩანს, ტოტენჰემური შოკიდან ჯერაც ვერ გამოსულა...

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვილი ისიანი (45), 2:0 ალექსანდრე შენგელია (74), 2:1 გიორგი მერებაშვილი (85)

 

წინა დღეების მატჩები ასე დამთავრდა:

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გიორგი დათუნაიშვილი (7)

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დავით ბოლქვაძე (20), 2:0, 3:0 ირაკლი მოდებაძე (32, 73)

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი” 19)

სპარტაკი (ცხინვალი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გიორგი ხიდეშელი (76)

ზუგდიდისიონი (ბოლნისი) 2:1 (2:1)

გოლები: 0:1 ლადო ახალაია (10), 1:1 ლუკა გეგუჩია (29), 2:1 ნიკოლოზ აფაქიძე (35)

 ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 შოთა დავლაშელიძე (31), 2:0, 3:0 გიორგი კორიფაძე (63, 73)

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

 

1.               ჩიხურა                        4       3         0         1         8:4        9      
2. ვიტ ჯორჯია 4 2 1 1 6:2 7
3. დილა 3 2 1 0 6:2 7
4. ტორპედო 3 2 1 0 5:3 7
5. სიონი 4 2 0 2 6:4 6
6. მერანი 4 2 0 2 4:5 6
7. გურია 4 2 0 2 3:6 6
8. მეტალურგი 4 1 2 1 4:6 5
9. დინამო თბილისი 3 1 1 1 4:4 4
10. ზუგდიდი 4 1 1 2 3:6 4
11. ზესტაფონი 4 0 1 3 3:6 1
12. სპარტაკი 3 0 0 3 1:5 0


შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.578927