ფეხბურთი

14:31 | 8.05.2014 | ნანახია 2992 - ჯერ

სახელმწიფო პროგრამის პროექტი უმაღლეს და პირველ ლიგაში წელიწადში 30 მილიონის დახარჯვას ითვალისწინებს

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, თავის მოადგილე აკაკი ლოდიასთან ერთად, სამინისტროში ფეხბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პროექტი მასმედიას წარუდგინა. პრეზენტაციას ყიფიანის კიდევ ორი მოადგილე თამაზ თევზაძე და ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგა 10-გუნდიანი უნდა იყოს და მატჩები 4 წრედ ჩატარდეს. საერთო ჯამში 36 თამაში გამოდის. პირველი ლიგა 16 გუნდით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც 2 წრედ ითამაშებენ და 30 შეხვედრა გაიმართება.

შეიქმნება განვითარების სოლიდარობის ფონდი, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში 30 მილიონი ლარით განისაზღვრება. 17 მილიონი ლარი უმაღლესი ლიგისთვის გამოიყოფა, 7 მილიონი პირველი ლიგისთვის, ხოლო 6 მილიონი საფეხბურთო მენეჯმენტისა და საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

უმაღლეს და პირველ ლიგებში მოხდება კლუბების სასტარტო დაფინანსება, იქნება ჩემპიონატისა და თასების საპრიზო ფონდი, ასევე პრემიალური ფონდი.

ყოველი სეზონის დაწყებამდე გუნდებს 500000-500000 ლარი ჩაერიცხებათ, საქართველოს ჩემპიონი ბონუსის სახით მილიონ ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 700000 ლარს, ხოლო მე-3 ადგილოსანი – 500000 ლარს. თასის მფლობელი 200000 ლარს გამოიმუშავებს, ხოლო ფინალისტი – 100000-ს. სუპერთასის მფლობელი 100000 ლარს მიიღებს, ფინალისტი კი – 50000-ს. 

პრემიალური თანხის, რომელიც 9350000 შეადგენს, გადანაწილება შემდეგი პრინციპით მოხდება. დაითვლება გუნდების მიერ ჩემპიონატში დაგროვილი ქულების ჯამური რაოდენობა. შემდეგ,  დაითვლება ერთი გუნდის მიერ დაგროვილი ქულები საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს შეადგენს და პირველიდან მე-8 ადგილის ჩათვლით, გუნდები განვითარების ფონდიდან თანხის ხსენებულ პროცენტს მიიღებენ. ფულს მხოლოდ უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი გუნდი არ მიიღებს.

პირველი ლიგის 16 გუნდიდან თითოეულის სასტარტო დაფინანსება სეზონის წინ 300000-300000 ლარი იქნება. ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი დამატებით 300000 ლარს მიიღებს, ხოლო მეორეადგილოსანი 150000-ს. დანარჩენი გუნდები, გარდა პირველი ლიგიდან გავარდნილებისა თანხებს უმაღლესი ლიგის მსგავსად  მიიღებენ.

პროექტის მიხედვით საპრიზო ფონდისა და პრემიალური თანხების განაწილების ასეთი სისტემა გარიგებული მატჩების აღმოფხვრის პრევენციაა.

მე-2 ლიგისთვის რომელიც სამოყვარულო იქნება, მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელიწადში 60000-80000 ლარი განისაზღვრება. სამაგიეროდ, მეორელიგელს პირველში გადასვლის სტიმული ექნება, რომ თავისი ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდოს.

პროექტის მიხედვით, კლუბების მიერ სასტარტო და პრემიალური თანხებიის განკარგვას კოლეგიალური საბჭო ე.წ. ბორდი განახორციელებს, რომლებიც მაღალკვალიფიციური მენეჯერებით იქნება დაკომპლექტებული. ბორდი ყველა კლუბის ბიუჯეტს განიხილავს და ხსენებული თანხების განკარგვის პრიორიტეტებს განუსაზღვრავს. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მავნე პრაქტიკის მიხედვით, ერთ-ერთ მუნიციპალურ კლუბში თურმე 91 ადამიანია გაფორმებული და ხელფასს იღებს, ამ დროს, 22 ფეხბურთელია, ხოლო დანარჩენი – მენეჯერები. საერთი ჯამში, კლუბის ბიუჯეტის 87 პროცენტი ადმინისტრაციის ხელფასებში გაიცემა.

პროექტის მიხედვით, ბავშთა ფეხბურთის გეოგრაფია რეგიონალური პრინციპით უნდა გაიზარდოს. თითოეულ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბმა მინიმუმ რეგიონის სამ სკოლაზე უნდა აიღოს შეფობა. სკოლების კატეგორიებად დაიყოფა და თითოეულს უნდა ჰყავდეს 13-წლამდელთა, 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა გუნდები, რომლებიც რეგიონალურ ლიგებში ითამაშებენ. ყოველი სკოლა განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის საფეხბურთო მენეჯმენტისა და საკლუბო ინფრასტრუქტურის განვითარების 6-მილიონიანი ფონდიდან ბონუსს მიიღებს.

ამ პროექტის განხორციელებიდან 2 წლის შემდეგ, მე-3 წელს კლუბებს ვალდებულებად დაეკისრებათ, რომ კერძო სექტორიდან სახსრები მოიძიონ. თავის მხრივ სახელმწიფოც იმუშავებს მსხვილ კომპანიებთან, რათა მათ ფეხბურთში თანხა ჩადონ. მე-5 წელს, როდესაც პროექტი დასრულდება, ყველა კლუბი კერძო უნდა გახდეს. თუმცა, სამინისტროში ფიქრობენ, რომ 5 წელი განვითარებისთვის საკმარისი არაა და ერთი ციკლის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო 5-წლიანი ციკლი უნდა იყოს.

პროექტი ითვალისწინებს საფეხბურთო მენეჯერების სერთიფიცირებას, რომლებიც შემდეგ თავის კლუბებში მენეჯმენტს გამართავენ. თითოეულ კლუბს შეუძლია 5 კანდიდატურა წარმოადგინოს, რომლებიც საქართველოში უფასოდ გადამზადების 6-თვიან კურსს გაივლიან.

ამასთანავე, მწვრთნელთა და მსაჯების მომზადების კურსები უფრო მასშტაბური უნდა გახდეს. უნდა დაინერგოს “ადგილობრივი ფეხბურთელის წესი”. კერძოდ, კლუბები ვალდებული იქნებიან განაცხადში თავისი სკოლის აღსაზრდელები ჰყავდეთ. ადგილობრივ ფეხბურთელებად ისინი ჩაითვლებიან, ვინც 13-დან 19 წლის ასაკამდე სამი წლის განმავლობაში კლუბის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ.

პროქტის წარდგენისას ერთმა საინტერესო ფაქტმაც გაიჟღერა. თურმე, 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებითვის 53,6 მილიონი ლარი დახარჯა. მინისტრის თქმით ამ თანხამ, რომელიც არაეფექტურადაა გაბნეული ფინანსთა სამინისტროს გაკვირვებაც კი გამოიწვია. თანხები ძირითადად ქვეყნის მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტზეა განაწილებული და ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მისი განვითარებისთვის ამხელა ფული დაიხარჯა.


კომენტარები (104)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:53 | 18.05.2014
wkipu1994 (1)

დაფინასება თუ გუნდს არ აქვს ფეხბურთელი ვერასოდეს გაიზრდება !! საქართველოში

00:33 | 09.05.2014
goga1971 (87)

ფიფიას კიდე დაემატება 2 მილიონამდე რეგიონებსი კი ისევ მკვდარი იკნება ფეხბურტი კარგ ფეხბურელს ფიფია ცაიკვანს რადგან რეგიონის გუნდებს ფული არ ეკნებატ რომ სეინარჩუნონ ტავისი გაზრდილი ფეხბურტელი საპრიზოზე გასვლას კიდე კარგი გუნდი სცირდება რასაც ამ სისტემიტ რეგიონებსი ვერ გააკეტებენ.

00:01 | 09.05.2014
merab1970 (181)

ასეთი აწყობილ-დაწყობილი პროექტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მთავარია განხორციელდეს. ყველაფერი დალაგებულად არის დაწერილი, თითქმის ყველა რგოლში პრობლემების აღმოფხვრა რეალურია. წარმატებები.

22:39 | 08.05.2014
ჯოტო60 (57)

ისე 10 გუნდიან ჩემპიონატს ორივე ხელით ვუჭერ მხარს

22:37 | 08.05.2014
ჯოტო60 (57)

იმ 53 მილიონიდან 12 მილიონი მხოლოდ გორის დილას ხარჯებია და დანარჩენ 38 გუნდზე [პირველი ლიგის 27 გუნდი და უმაღლესის 7] და პლიუს მეორე ლიგის გუნდებზე დაიხარჯა 41 მილიონი.თუ ეს თანხა სპორტის სამინისტროს დიდ თანხად მიაჩნია ყოჩაღ მათ,ამდენს ერთი ფეხბურთელი იღებს წელიწადში საფეხბურთო ქვეყნებში

00:43 | 09.05.2014
goga1971 (87)

გორის დილაში რა ფულიც დაიხარჯა ის ფული არ გადაკრილა ორი სეზონი ევროპა ლიგის პლეიოფსი გავიდა გუნდი გაიხსენეთ რომელ ქარტულ გუნდებს გამოუგდიატ ბოლო ცლებსი ორხუსი.ანორტოსისი.ოლბორგი.ხაიდუკი.ასე რომ დილას ტავი გაანებეტ მარტო 8 აგვისტოს ხაიდუკთან მოგება გირდა იმ ფულად რაზეც დილას კბენთ.

01:25 | 09.05.2014
dila13 (102)

ის ფული გორის ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარებულიყო და არა ხაიდუკთან მოგებს, გგონიათ ყოველ წელს 12 მილიონს გამოგვიყობს ვინმეე . ეხლა რაღა ვქნათ ტორპედო ქუტაისის გარდა ყველასთან რო ვაგებთ. გუნდიც აღარ გვყავს და ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი.

20:24 | 08.05.2014
levani82 (41682)

dila13

მაგას დავუმატებდი მწვრთნელთა გადამზადებას და ისეთ ტრენერების ჩამოშორება, რომლებიც ფულს ითხოვენ, რათა გათამაშოს

20:21 | 08.05.2014
levani82 (41682)

dila13

განათება რუსთავის და გორის სტადიონებს სჭირდება

20:20 | 08.05.2014
levani82 (41682)

ucha bayerni

მეხუთეზე თუ გახვედი 500 ათასის გარდა კიდევ ქულებიდან მიიღებ თანხას. ჯამური ქულებიდან თუ არ ვცდები იმის 20% თანხა გეკუთვნის.

20:17 | 08.05.2014
dila13 (102)

ძალიან კარგი და შორსმჭვრეტელი პროექტია, 10 გუნდიანიც იდეალური ვარიანტია ფულის განაწილებაც კარგად არის მოფიქრებული. ერთადერთს დაუმატებ რომ ფეხბურთელის სრულფასოვნად მომზადებისთვის პირველ რიგში საჭიროა რომ კლუბს ქონდეს კეთიმოწყობილი საფეხბურთო ბაზა .და კეთილმოწყობილი სტადიონი თავის ღამის განათებებით , და კეთილმოწყობილი საფეხბურთო სკოლა. ეს არის ქარტული ფეხბურთის განვითარების საძირკველი. ეს ყველაფერი რო ყველა კლუბს ექნება მაშინ უკვე შეგვეძლება მაღალი მიზნების დასახვა. ფული ამაში უნდა ჩაიდოს პირველ რიგში . ეს ყველაფერი რომ ექნება კლუბს ,უფრო იაფი დაჯდება კლუბის შენახვა. თუ პირველ რიგში ეს არ გაკეთდება ფეხბურთი არ განვითარდება და ფული წყალში გადაყრილი იქნება როგორც გორის დილაში მოხდა.

20:06 | 08.05.2014
ucha bayerni (68)

ძალიან კარგია, მივესალმები 10 გუნდიან ჩემპიონატს, უეჭველად გაამართლებს. მაგრამ ამიხსენით ძმურად ვინმემ__დაუშვათ მე დავიწყე ჩემპიონატი და გავედი მეხუთეზე, საბოლოოდ რამდენი მერიცხება ანგარიშზე? (ვერც თასი ავიღე და ვერაფერი) 500 ათასს და მეტს არაა?
17 მილიონი 10 გუნდს ხო ეგრეა? თასის საპრიზოები აკლდება და დანარჩენი ნაწილდება უმაღლესის გუნდებზე ხოო? თუ მოგებებზე შიგა და შიგ რამე თანხაიქნება პრემიალური?

19:38 | 08.05.2014
levani82 (41682)

madrista66

ჯანომ თასი, რომ მოიგოს ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებს

19:32 | 08.05.2014
pantomas (603)

ამ ჯანოს რა ჯირს ტოოო ვერაპერს ვერ შვრება

19:31 | 08.05.2014
pantomas (603)

ამ ჯანოს რა ჯირს ტოოო ვერაპერს ვერ შვრება

19:31 | 08.05.2014
pantomas (603)

ოცნება ამართლებს ავანსეებს ცოტა აცალეთ მაგ ხალხს

19:29 | 08.05.2014
levani82 (41682)

53.6 მილიონი რას მოხმარდა? ეგ თანხა ინფრასტრუქტურას და სხვა კიდევ რამეს მოხმარდებოდა

19:24 | 08.05.2014
zviadi-shxefi (6306)

პირველს ხმარდება მისთვის გამოყოფილი თანხა, ისევე როგორც მეორეს და ასე შემდეგ. მე სულ სხვა რაღაცას ვწერ და შენ სულ სხვა რაღაცას მწერ. მთავარია ორივეს კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურტისთვის.
რაც შეეხება უკეთეს პროექტს - ეს მე ადრე დავწერე აქ და მუდმივად ვერ დავწერ (არ მიწყინო). მაგ პროექტით სახელმწიფო თანხას მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე დახარჯავდა ხოლო ბიზნესმენები ფეხბურთელების აღზრდასა და კლუბების განვითარებაზე.

19:18 | 08.05.2014
levani82 (41682)

ის 53.6 მილიონი ინფრასტრუქტურას მაინც მოხმარებოდა

19:17 | 08.05.2014
levani82 (41682)

sturtuc

პირველ და მეორე ლიგასაც მოხმარდება

19:10 | 08.05.2014
gruz-in (5468)

Infrastruqturaze rom 2 imdeni gamoyofiliyo vabshe magari.dasacyisitvis esec kargia

19:08 | 08.05.2014
zviadi-shxefi (6306)

levani82
მანდ წერია რომ ინფრასტრუქტურაზე 6 მილიონი იხარჯება, ხოლო 17 მილიონი ხმარდება უმაღლესი ლიგის გუნდებს სადაც თავიდანვე დარიცხული 500 ათასს (თითოეულ გუნდზე) + საპრიზო თანხა შეადგენს 9350000. სტატიაში არ წერია დანარჩენი თანხის ასავალ დასავალი. გამოდის ან სტატია არ არის სრულყოფილი ან ეს პროექტი არის ზერელე (პიარი).

19:08 | 08.05.2014
ჩიჩარიტო (18039)

აქ რა შუაშია მარა რო არ დავწერო არ შემიძლია.
ზუსტად 3 წელი და 6 წუთი გავიდა რაც ეს ოხერი მიყვარ�stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=sIoa3caZn3M')>0?'�http://www.youtube.com/watch?v=sIoa3caZn3M':'�http://www.youtube.com/watch?v=sIoa3caZn3M'))

18:59 | 08.05.2014
saqartvelo_dinamo (172)

მშვენიერია მე მომეწონა ადრინდელ ფულებს ერთეულები ხაპავდნენ და ახლა კარგად გადანაწილდებ აყველაფერი დამსახურებისამებრ

18:58 | 08.05.2014
levani82 (41682)

რაფინია

ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყოფილი სპორტსმენია

18:57 | 08.05.2014
levani82 (41682)

sturtuc

ეგრე თუა ჩვენ ხალხს, რაც არ უნდა თანხა მისცე მაინც არ ჰყოფნის და თვალის დახამხამებაში იმ ფულს შეჭამენ

18:54 | 08.05.2014
levani82 (41682)

sturtuc

უკეთესი პროექტი თუ გაქვს შენ მოგვაწოდე. სანამ სეზონი დაიწყება, მანამდე 500 ათას ჩაგირიცხავს და მერე რა თანხებს მიიღებ ეგ შენ გუნდზე იქნება დამოკიდებული. 9,350,000 საპრიზოა და დანარჩენი ინფრასტრუქტურას და ბავშვთას

18:54 | 08.05.2014
ჩიჩარიტო (18039)

ძაან ასწორებს ირაკლის რო ესე აინტერესებს ქართული ფეხბურთი. მაგრად მევასება ეგ კაცი

18:47 | 08.05.2014
Kala94 (6114)

იქნებ გვეშველოს რამე.. წელს სწორი მენეჯმენტი თუ იქნა მომავალი წლისთვის მართლაც შეიძლება 16 გუნდზე გადასვლა.. მაგრამ წელს ეს 10 გუნდი და + პირველი ლიგა უნდა მოძლიერდეს.. 10 გუნდი კარგია რარაცით უნდა დავიწყოთ და ნელ ნელა გავზარდოთ გუნდები..

18:44 | 08.05.2014
zviadi-shxefi (6306)

უსამართლობაზე დაფუძნებული პროექტები დადებით შედეგს ვერასდროს ვერ მოიტანს. აქ არ წერია რომ წლეულს იქნება 10 გუნდიანი ჩემპიონატი. თუ სამინისტრო გულისხმობს რომ წელს დაიწყოს 10 გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება და მიზნად აქვს არა სპორტული პრინციპის დარღვევა არამედ იმ გუნდებმა ვერ მიიღონ მონაწილეობა რომლებიც ლიცენზირებას ვერ გაივლიან, ესეც არ არის გამოსავალი რადგან სახელმწიფო დახმარების გარეშე ლიცენზირებას 5 კლუბი თუ გაივლის და ნაწილს დაეხმაროს სახელმწიფო და ნაწილს არა ესეც უსამართლობაა. აქედან გამომდინარე რომ არ დაირღვეს სამართლიანობა საჭიროა წლეულსაც ჩატარდეს 12 გუნდიანი ჩემპიონატი (უმაღლესში თამაშს ისევე იმსახურებს პირველი ლიგიდან სპორტული პრინციპით უმაღლესში გადმოსული გუნდი როგორც უმაღლესში მონაწილე ყველა ის გუნდი რომელიც წლეულს არ გავარდება) საიდანაც გავარდება 4 და პირველი ლიგიდან დაემატება 2 ან გავარდება 3 და დაემატება 1 (არის სხვა ვარიანტები მაგ: გადათამაშება) და ეს უნდა იქნეს განსაზღვრული წინასწარ და არა ისე როგორც ვიღაცას მოეპრიანება როცა უნდა და როგორც უნდა (არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვის).
საინტერესოა ბორდის საკითხიც (უფრო სასაცილო) - მუქთამჭამელების ახალი ,,სასტავი", სხვა ახსნა ამ სტატიიდან არ ჩანს.
17 მილიონიანი საპრიზო ფონდიდან 9350000 განაწილებულია დანარჩენი?
500 ათასი როგორ ეყოფა უმაღლესი ლიგის გუნდს (უმრავლესობას ლარის არ გაუკეთებიათ არაფერი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის) როცა დღესაც ერთ ამბავში არიან მუნიციპალური კლუბები 1200000 ლარის ნაკლები არაფერში გვყოფნისო.

18:22 | 08.05.2014
levani82 (41682)

tornike_qochlaa

ჩემპიონი 1,5 მილიონი და მაგას დაუმატე თასი, სუპერთასი და ქულების პროცენტული პრემიალური თანხა და კაი თანხაზე ადის. ისე ლიგის თასიც დაამატონ პრემიალური თანხით და ვაფშე კაი იქნება.

18:12 | 08.05.2014
tornike_qochlaa (5528)

ძან კაი პროექტია პირადათ დინამო წელიწადში 1.5 აიგებს ეს იმას ნიშნავს რო სპონსორის მოვალეობას სახელმწიფო შეასრულებს და ძალიან წაგვადგება 1.5 3 მაგალი დონის ფეხბურთელის მოყვანა შეიძლება

17:56 | 08.05.2014
bexo77 (352)

სამტრედია ფოთი ქობულეთი ზუგდიდი მარტვილი ბათუმი, ეს გუნდები არიქნება უმაღლეში, სადაც სტადიონები ივსება გულშემატკივრებით, პროექტების და მაკეტებეის ჩვენება არარის საკმარისი განხორციელება თქვი შენ...

17:56 | 08.05.2014
levani82 (41682)

ამ ვეტერანების აზრით ჩვენი ფეხბურთის ხსნა და დონის ამაღლება 16 გუნდშია აბა აბაა ეს შოტლანდია, ავსტრია და შვეიცარია ნწნწნწ ამას, როგორ ვერ ხვდებიან ) თბილისის გარეთ არ გადიან? აბა რეგიონებში წავიდნენ და იქ ნახონ სტადიონები რა დღეშია

17:45 | 08.05.2014
shalva (2637)

ფედერაციამ ფული უნდა გამოყოს მხოლოდ ევრო ტურნირებზე მიღწეული შედეგებისათვის ასევ ჩემპიონატის პირველი ხუთეულისთვის. გაიტანოს აუქციონზე საბიუჯეტო კლუბები ან შეუშვას დამოუკიდებელი მენეჯმენტი და მათ მოთხოვოს პასუხი, ისე ფულის დარიგება გამოიწვევს ისევ იმას რაც ეხლა გვაქ ძმაკაცობა ნაცნობობით აწყობილი კლუბები და აღებ მიცემობა თამაშებში.

17:31 | 08.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

..........................

17:30 | 08.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

.........................

17:30 | 08.05.2014
MAXSIMUS-Z1 (7221)

...........................

17:23 | 08.05.2014
nagazi77 (26)

ძალიან კარგია !!! ერთი შესსწორება არ აწყენდა უმაღლესიდან გავარდნილმა 2 გუნდმაც უნდა მიიღოს ქულების მიხედვით თანხა წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უმოტივაციოდ დარჩენილმა აღარ ითამაშოს გულიანად.ყოჩაღ ლევან!!!!!
პ.ს. საპენსიო ასაკი არმოქმედებს საფეხბურთო სამყაროში? დავასვენოთ პატივცემული ვეტერანები დიდიმადლობა იმისთვის რა სიამოვნება და სიხარულიცმოგვანიჭეს.გმადლობთ ნახვამდის))))))

17:19 | 08.05.2014
shalva (2637)

ისევ ფულის უყარაითოდ ხარჯვა, პირდაპირი დაფინანსების მიცემა როდესაცამდენი წურბელა აზის კლუბებს არასწორი და გაუმართლებელია. სტატიის ბოლო აბზაციდან უნდა დაიწყოთ კითხვა. როგორ უნდა გადაწყვიტოს ბორდმა კლუბს 10 000 ლარიანი ფეხბურთელი ჭირდება თუ 2000 ლარიანი, ფეხბურთელის აქტივის შეფასება და ჩემპიონატში მიღწეული შედეგი არავის არ მოეკითხება? საკმაო გამოცდილება მაქ ფინანსურ მენეჯმენტში და მე რაც შემიძლია ვთქვა არის პროექტი არის 000000000000000000000000000000000000000000000000000

17:16 | 08.05.2014
shebe (2082)

ჯგუფიდან გასვლას ამათ არავინ თხოვს ჯგუფში გასვლას ვთხოვთ

17:10 | 08.05.2014
matri (2779)

ეს თანხები ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგანაც ბევრი პირველი ლიგის გუნდების ადმინისტრაცია თაღლითობს(არამარტო პირველი ლიგის).
ბათუმის დინამო იმსახურებს უმაღლესში ყოფნას, დაფინანსებაც აქვთ და ბაზასაც უშენებენ ანიგისის ტერიტორიაზე, პლიუს დაფიანსებასაც რომ მიიღებენ უმაღლესში ყოფნისთვის წელში გამართული გუნდი იქნება.

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065182
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2992