სლოვენიელმა კალათბურთელმა საშა ვუიაჩიჩმა, როგორც იქნა, პრესასთანაც ამოიღო ხმა და აღიარა, რომ რუს ჩოგბურთელთან, მარია შარაპოვასთან დაშორების მთავარი ინიციატორი თვითონ იყო. თუმცა საშამ ისიც თქვა, რომ მარიასთან განშორებამ გული მაინც დასწყვიტა.
ჯერ კიდევ ორი თვის წინ, მთელი მსოფლიოს პრესა აჭრელებული იყო საშა ვუიაჩიჩისა და მარია შარაპოვას სასიყვარულო ამბებით და ერთი შეხედვით, თითქოს მათი სიყვარული იმაზე უფრო მეტად გამძლე უნდა გამომდგარიყო, ვიდრე რეალურად გამოდგა.
როგორც აღმოჩნდა, თურქული ”ეფეს პილსენის” კალათბურთელი საშა ვუიაჩიჩი ძალიან ეჭვიანი ვინმე ყოფილა. სლოვენიელი ვერ იტანდა, როდესაც მარია თუნდაც 1 სათით რთავდა ტელეფონს და უცხო მამაკაცებს ესაუბრებოდა. შესაძლოა, საშას კიდეც ჰქონდა ეჭვიანობის საბაბი, მაგრამ როდესაც მარია შარაპოვასთან ურთიერთობა გსურს, გარკვეულ “დათმობაზე” ალბათ უნდა წახვიდე...







