კალათბურთი

1:00 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სარაგოსამ” შერმადინთან კონტრაქტი შეაჩერა

ესპანურმა “სარაგოსამ” საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი შერმადინთან კონტრაქტი დროებით შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი სამედიცინო შემოწმება გახდა, რომელმაც დაადგინა, რომ ქართველი ცენტრის მუხლის სრულად მოშუშებას კიდევ 2 თვე დასჭირდება.

მხარეთა შეთანხმებით, შერმადინი რეაბილიტაციის კურსს სარაგოსაში გააგრძელებს, მომჯობინების შემდეგ კი, მისი და ესპანური კლუბის ხელშეკრულება სრულფასოვან სახეს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ არაგონელებთან ერთწლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112318