ესპანეთის ნაკრების გოლკიპერის, იკერ კასილიასის მეგობარი გოგო, სარა კარბონერო როგორც იცით, ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტზე მომუშავე ტელე-ჟურნალისტია. თუკი მადრიდში რაიმე სპორტული ღონისძიება იმართება, ყველაფერს სარა აშუქებს და როგორც ჩანს, არცთუ ცუდად...
კასილიასთან მეგობრობამ სარას პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და მშვენიერ ჟურნალისტს, ამჟამად, არაერთი ტელევიზიიდან აქვს შეთავაზება. როგორც კარბონერო ამბობს, ზოგიერთი ტელევიზია მასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, საკმაოდ კარგ ფულსაც იხდის, თუმცა, იკერის სატრფო განსაკუთრებით ერთმა წინადადებამ დააინტერესა.
“პოლიტიკური გადაცემა არასოდეს წამიყვანია. არადა, ევროპაში ასეთ გადაცემებს საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს. ერთ-ერთ არხზე პოლიტიკური შინაარსის გადაცემის წამყვანობას მთავაზობენ. შეიძლება, მალე დადგეს დრო, როდესაც ასეთ შეთავაზებას დავთანხმდები“, - ამბობს სარა კარბონერო.
სარა და იკერი, ჯერჯერობით, დაქორწინებას არ ჩქარობენ. თუმცა, მათი ურთიერთობა საბოლოო ჯამში სწორედ აქეთკენ მიდის.







