ფეხბურთი

15:27 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთან წაგება – რუსეთის ნაკრების ყველაზე უცნაური მარცხების ჩამონათვალში

 

რუსულმა ინტრენეტგამოცემა sport.ru-მ რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყველაზე უცნაურ მარცხებს სტატია მიუძღვნა და ჩამონათვალში ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2003 წლის 30 აპრილს თბილისში საქართველოსთან წაგებული (0:1) მატჩიც მოხვდა.

“საქართველოსთან მატჩი ჯერ კიდევ 2002 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მაშინ ყველაფერი მოულოდნელად სტადიონზე შუქის ჩაქრობით დასრულდა. რუსების წარმატებაში რატომღაც ეჭვი არავის ეპარებოდა და უფრო მეტად ყურადღებას მატჩის საორგანიზაო საკითხების მოუწესრიგებლობაზე ამახვილებდნენ. გადათამაშების ისტორია უფრო ფარსს ჰგავდა სახელწოდებით: “გვინდოდა უკეთ, მოხდა ისე როგორც ყოველთვის”.

თავად განსაჯეთ: თავდაპირველად უეფას სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ თამაში ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ჩაეტარებინა და ამ ფაქტმა ორივე მხარის პროტესტი გამოიწვია.

მოგვიანებით, უეფას სააპელაციო კომიტეტმა ეს ვერდიქტი შეცვალა. თან, ძალიან გვიან და უპასუხიმგებლოდ. სტადიონზე მხოლოდ იმ მაყურებლებს დართეს შესვლის ნებართვა, რომლებსაც 2002 წელს ჩაშლილი მატჩის ბილეთები შენახული ჰქონდათ.

მოედანზე, ცხოვრებით კმაყოფილ ქართველებს გაზაევის რაზმი დაუპირისპირდა, რომელიც შიშით ცდილობდა 0:0-ის შენარჩუნებას. ქართველების გამარჯვება მალხაზ ასათიანის გოლის წყალობით ძალიან დამსახურებული იყო. გაზაევი კი, ნაკრებს აგვისტომდე შერჩა – ევროპის ჩემპიონატზე გუნდი გეორგი იარცევმა გაიყვანა”, – გაიხსენა sport.ru-მ რუსების საქართველოსთან მარცხი.

შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში ასათიანმა თავით გოლი მე-12 წუთზე გიორგი დემეტრაძის მარჯვენა ფლანგიდან გადაცემის შემდეგ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114383