სხვა

16:59 | 19.07.2014 | ნანახია 2295 - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე პრინციპული თამაში დაძაბულ ბრძოლაში წააგო. ვლადიმერ ისელიძის გუნდი რუსეთს დაუპირისპირდა, რომელსაც გასულ სამ ტურში, ასევე სამივე წაგება ჰქონდა.

პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები სამჯერ დაწინაურდა და რუსებმა სამივეჯერ შეძლეს გათანაბრება.

მეორე რვაწუთეული კი განსხვავებული სცენარით წარიმართა და ეს ანგარიშსაც შეეტყო. მარკო ელეზის ერთადერთ გოლს რუსმა წყალბურთელებმა ოთხით უპასუხეს და შესვენებაზე სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ (7:4). ამ პერიოდს ქართველთათვის უსიამოვნო ერთი მომენტიც ახლდა – ჩვენი გუნდის მეორე ცენტრალური თავდამსხმელი კონსტანტინე გეგელაშვილი მსაჯმა წითელი ბარათით გააძევა.

მესამე პერიოდის დაწყებისთანავე, საქართველოს ნაკრები კაპიტნის, ზურაბ რურუას გარეშე დარჩა. ამასთან, რუსებმა 5-მეტრიანის შესრულების უფლებაც მიიღეს და გამოიყენეს კიდეც. ქართული გუნდი 4 ბურთით ჩამორჩა და თითქოს მატჩის ბედიც იქვე გადაწყდა, მაგრამ სულ რაღაც ორწუთიან მონაკვეთში ფრანიჩევიჩის, ელეზის, ხვედელიანისა და ცრეპულიას გოლების შემდეგ ანგარიში 8:8 გახდა. მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ კი 11:11 იყო, მაგრამ გეგელაშვილისა და რურუას მსგავსად, სამი ჯარიმის გამო ფრანიჩევიჩმაც ნაადრევად დაასრულა თამაში და საქართველოს ნაკრები ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დარჩა. ამასთან, მსაჯმა წითელი ბარათით მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩიც დასაჯა.

დასკვნით მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ დაწინაურდა – ცრეპულიას გოლის შემდეგ ანგარიში 12:11 გახდა, მაგრამ შემდეგ მესამე ჯარიმის გამო კიდევ ორ წყალბურთელს: ბაღათურიასა და ხვედელიანსაც მოუხდათ ნაადრევად აუზის დატოვება და თამაშის ბოლო წუთებში ქართული გუნდი კაცნაკლული დარჩა. შეხვედრის ბედიც იქვე გადაწყდა – 12:16.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე მეტი: 4-4 გოლი ცრეპულიამ და ელეზიმ გაიტანეს. ფრანიჩევიჩმა, ბაღათურიამ, ხვედელიანმა და ელაჩამ კი თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი.

მეხუთე ტურში ქართველი წყალბურთელები ჩერნოგორიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს თამაში 21 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში.

14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი).

A ჯგუფი. მე-3 ტური

 

საქართველო - რუსეთი 12:16 (3:3, 1:4, 7:4, 1:5)

 

საქართველო: ელეზი (4), ცრეპულია (4), ფრანიჩევიჩი, ელაჩა, ბაღათურია, ხვედელიანი.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:06 | 20.07.2014
leonti (1177)

ისე ისელიძის გუნდი როგორ გამოდის, როცა მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩია და აუზის კიდეზე პოპოვიჩი დგას და არა ისელიძე

14:05 | 20.07.2014
leonti (1177)

ამ ბოლო კომენტარის ავტორი ვხედავ მაგრა ერკვევა სპორტში და თამაშიც მაგრა გაუგია.

05:10 | 20.07.2014
stograma (5)

რავა ყველაფერში წაგებული ხართ თქვე საცოდავებო! ასე ჩმორივით წაგება რაღა იყო,რა ბიძინამ დაგავალათ ?! არც გაღირსოთ არაფრის მოგება ღმერთმა !

19:10 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

მაგარი თამაში იყო სერბეთი ხორვატია. 8-8 მორჩა არ დაინდეს ერთმანეთი

18:19 | 19.07.2014
დიტო (14812)

შემდეგი ევროპის ჩემპიონატი როდის ჩატარდება?

18:36 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

2 წელიწადში

17:45 | 19.07.2014
Kala94 (6114)

გენაცვალეთ ლომებო ! მადლობა ბრძოლისთვის !

17:40 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

6 საათზე ხორვატია სერბეთი იწყება, დახოცავენ ერთმანეთს და 9-ზე იტალია მონტენეგრო ეგეც მაგარი თამაში იქნება.

17:29 | 19.07.2014
satri (617)

ერთი სუჩკოვი და იმისი ნათესავები მსაჯიანად

17:21 | 19.07.2014
bagdatski3 (379)

რამდენი უცხოელია ჩვენს ნაკრებში

17:09 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

ჩვენებს ყოჩაღ, ბოლომდე გმირულად იბრძოლეს.

17:09 | 19.07.2014
BEERTRANCE (97819)

მსაჯმა მოაგებია მაგ ღორიშვილებს.

0.064232