ჭადრაკი

17:16 | 14.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ მიემგზავრება

ხვალ, გამთენიისას, საქართველოს მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა ასაკობრივი (8-დან 18 წლის ჩათვლით) ნაკრები ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ მიემგზავრება, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა, ხოლო დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი იქნება.
ჯანჯღავა, ნანი უნაფქოშვილი (18 წლამდე) და შალვა ნადირაშვილი (18) აღნიშნულ ნაკრებს საბერძნეთიდან შეუერთდებიან, რომელიც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ ჯანჯღავა საბერძნეთშიც მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, ხოლო უნაფქოშვილი და ნადირაშვილი კი მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობენ.

დელეგაციის წევრები:
 
1. საბა ლომსაძე     U08 (მწვრთნელი დავით გურგენიძე)
2.ნიკოლოზ კაჭარავა    U08 (მწვრთნელი ლევან ბახტაძე)
3. სალომე ბეიტრიშვილი    U08 (მწვრთნელი ელგუჯა ფხაკაძე)
4. დიანა ლომაია    U08 (მწვრთნელი მამუკლა გეთია)
5. ლუკა ობოლაძე      U08 (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა)
6. დიმიტრი ჯიბუტი    U08 (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე)
7. თამარ ესაძე    U08 (მწვრთნელი მურმან ესაძე)
8. ანასტასია სიდამონიძე    U08 (მწვრთნელი მზია წერეთელი)
9. ანტონ ნადირაძე     U10 (მწვრთნელი მზია წერეთელი)
10. კოკა ბუკია    U12 (მწვრთნელი დავით გურგენიძე)
11. ლუკა გოგია      U12 (მწვრთნელი ლევან ბახტაძე)
12. ნატა ჯიბუტი    U12 (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე)
13. გიორგი სიბაშვილი    U14 (მწვრთნელი დავით გურგენიძე)
14. თამარ ფაშკურიძე     U14 (მწვრთნელი იუზა დოლიძე)
15. ნინო ხომერიკი    U14 (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი)
16. ირაკლი ბერაძე    U16 (მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი)
17. დეა გოგიშვილი     U16 (მწვრთნელი გიორგი გოგიჩაიშვილი
18. ნატო იმნაძე     U18 (მწვრთნელი პარმენ გელაზონია)
19. ნანი უნაქოშვილი    U18 (მწვრთნელი ელისო ფარესიშვილი)
20. ნანა შამათავს    U18 (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე)
21. შალვა ნადირაშვილი    U18 (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი)
 
როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095768