ფეხბურთი

20:46 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – ფინეთიც “დინამო არენაზე”

წინასწარ ცნობილი იყო, რომ საქართველო-ფინეთის მატჩი 10 სექტემბერს “მიხეილ მესხზე” უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძემ გვითხრა, ეს შეხვედრაც “დინამო არენაზე” ჩატარდება – ისევე როგორც ფრანგებთან თამაში.

საქართველო-საფრანგეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. 10, 15, 20 და 30-ლარიანი ბილეთებია და შეძენა შეიძლება როგორც “დინამო არენას”, ასევე “მიხეილ მესხის” სალაროებში – ესეც გიორგაძის ცნობით.  

ახლა კი ნაკრების ვარჯიშზე, რომელიც თემურ ქეცბაიას პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე დაიწყო. საწყისი ნახევარი საათით მოგვეცა ვარჯიშის ხილვის საშუალება – მოთელვა, კვადრატები, ფლანგიდან ჩაწოდებები და დარტყმები.

არ უვარჯიშიათ ზურაბ ხიზანიშვილს, გურამ კაშიასა და თორნიკე ოქრიაშვილს, თუმცა ხვალ სამივენი იქნებიან წვრთნაზე. სანდრო კობახიძეს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და გვერდზე ნაკერი ჰქონდა – ესტონურ “ნიმე კალიუსთან” შეხვედრაში ეუხეშა მეტოქე. იმ მატჩში, როგორც იცით, კობახიძემ გოლი გაიტანა.   

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („დილა“, გორი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (უგუნდოდ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), გია გრიგალავა (“ანჟი”), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), გიორგი ფოფხაძე (“იაგელონია”, პოლონეთი), გულვერდ თომაშვილი („დილა“, გორი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე „ილიჩევეცი“, უკრაინა), ელგუჯა გრიგალაშვილი („დინამო“ თბილისი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), გრიგოლ დოლიძე (“დილა” გორი), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე (“დილა” გორი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“ აზერბაიჯანი).

ვარჯიშს ტყუპისცალები, შოთა და არჩილ არველაძეები უყურებდნენ. შოთა ხვალ ისევ მიდის თურქეთში – მასთან მცირე ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ. ვარჯიშს ასევე თვალს ადევნებდა საქართველოს ნაკრების ყოფილი 10 ნომერი გიორგი ქინქლაძე. 

 

0.327794