ჭადრაკი

17:31 | 15.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

საპროტესტო ნოტა

2012 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტის ალი ნიჰატ იაზიჩის განცხადებამ – აგვისტოში სტამბულში დაგეგმილ ოლიმპიადაზე შვიდი ქვეყნის (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, შვეიცარია, საქართველო, უკრაინა) ფედერაციის წარმომადგენელი მსაჯებისათვის უარის თქმის შესახებ, საჭადრაკო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
პასუხად, ინგლისის ჭადრაკის ფედერაციამ საპროტესტო წერილით მიმართა ფიდეს ეთიკის კომისიას და საპრეზიდენტო საბჭოს, რათა დაჩქარებულ რეჟიმში განიხილოს საკითხი და მოსთხოვოს თურქეთის საჭადრაკო ფედერაციას ოლიმპიადაზე მსაჯების დანიშვნა მიკერძოებისა და დისკრიმინაციის გარეშე.
ვინაიდან, თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ალი  ნიჰატ იაზიჩის მსგავსი ქმედებით ირღვევა ფიდეს წესდების 1.2  მუხლი: ფიდე დაკავებულია უშუალოდ საჭადრაკო მოღვაწეობით; ფიდე დემოკრატიული ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია მისი წევრების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე; ფიდე არაკომერციული ორგანიზაციაა და მისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია ნაციონალური, პოლიტიკური, რასობრივი, სოციალური და რელიგიური ნიშნებით.
საპროტესტო წერილს საჭადრაკო სამყაროს წამყვანი ექვსი ფედერაცია შეურთდა: საფრანგეთი, გერმანია, აშშ, შვეიცარია, საქართველო და უკრაინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16152