გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველის – დიეგოს დაბრუნება მის მშობლიურ “სანტოსს” აქვს გადაწყვეტილი. Sambafoot-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელებმა კატალონიის “ბარსელონას” ნეიმარი მიჰყიდეს, საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ თავიანთი ყოფილი ფეხბურთელის დასაბრუნებლად.
დიეგოს შეძენა სურდა მადრიდის “ატლეტიკოსაც”, მაგრამ გერმანელებმა ნახევარმცველი 5 მილიონ ევროდ არ დათმეს. საგულისხმოა, რომ დიეგოს გარდა, “სანტოსი” რობინიოს დაბრუნების იმედსაც არ კარგავს.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, დიეგომ “ვოლფსბურგის” მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უძლიერესია, კარგ კლუბს იმსახურებს
ეს ძაან მაგარი იყო ვერდერში, მერე იუვემ დაითრია და იქ ვერ გაიხსნა. ატლეტიკოში კარგად ათამაშდა ისევ მაგრამ ვოლფსბურგში რაღას დაბრუნდა. ამის ბრაზილიაში წასვლა ადრეა ჯერ
ბიჭო გამაგიჟებს ეს ევროპული გუნდები. ამისნაირ ფეხბურთელს რა უნდა სანტოსში?! კაი ფულზე დახამებული გრანდები გასაგებია არ იყიდება ამ დიეგოს მაისურები კარგად, მაგრამ რატომ არ იბრუნებს ატლეტიკო?! რატომ არ უნდა ვალენსიას, რომას და ესეთ გუნდებს?!