ფეხბურთი

10:34 | 13.06.2013 | ნანახია 1219 - ჯერ

“სანტოსმა” რობინიოს ოფიციალურად მიმართა

ბრაზილიური “სანტოსი” კატალონიის “ბარსელონაში” გაყიდული ნეიმარის შემცვლელად იტალიური “მილანის” შემტევს – რობინიოს განიხილავს. Goal-ის ცნობით, ბრაზილიურ კლუბს ყოფილი შეგირდის დაბრუნება სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. “სანტოსის” ხელმძღვანელობამ 29 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე “როსონერის” ოფიციალურად მიმართა.

“მილანისგან” მოკლე და კონკრეტულ პასუხს ამ კვირაში მივიღებთ. გვინდა ვიცოდეთ, რეალურია თუ არა რობინიოს ტრანსფერი. ჩემი აზრით, მისი დაბრუნება სავსებით შესაძლებელია”, - განაცხადა “სანტოსის” პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

თავად რობინიო კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებს: “ვერ გეტყვით, დავბრუნდები თუ არა “სანტოსში”. ერთ რამ ცხადია: ეს კლუბი ჩემთვის მშობლიურია და მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს”.

 


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:25 | 13.06.2013
ashley judd (134)

რა დავწერე ისეთი რო ბლოკავთ, ძველი დიზაინი დააბრუნეთ ის გირცჰევნოდეთ ჯოკრის ხალხი რო აღარ გროვდება

12:24 | 13.06.2013
ashley judd (134)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:30 | 13.06.2013
gadishi (453)

წავა და გაყვება მალე ადრიანოს მაგალითს ,ზაპოი რო აქ ყველა დილას აკიდებული,ეს ბრაზილიელების სინდრომია ეტყობა,ფანტასტიური დაწყება და ბოლოს მძიმე ზაპოი აქ სუყველას გლანდებში.

11:19 | 13.06.2013
beberi delpiero (492)

ვითომ?

11:16 | 13.06.2013
ibaka (284)

წავიდეს იქ დირითადში ქნება და იქნებ ათამაშდეს და მსოფლიოზეც წაიყვანონნნ

11:09 | 13.06.2013
ratinwt (125)

წაიღეთ!!!!

10:49 | 13.06.2013
beberi delpiero (492)

მართლა ძაან მაგარი მონაცემები ჰქონდა

10:40 | 13.06.2013
Lucky Luciano (3296)

მიეცი ამას და ადრიანოს დამაგათნაირებს ტალანტი...

10:39 | 13.06.2013
Lucky Luciano (3296)

როგორ მევასებოდი როგორ ტოო შე ზარმაცო ვირო წადი ეხლა სანტოსში და დაასრულე მერე კარიერას,უსახელოდ... არადა 2 წლის წინ მეგონა რო მეორე სუნთქვაგაეხსნებოდა მილანში,მაგრამ არა...მეთქი 2014შიც იქნებოდა მსოფლიოზე, :@@@@ აუ რაა

0.070221