ფეხბურთი

12:04 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სანტოსი” დროგბას ვერ შეწვდა

ბრაზილიურმა კლუბმა “სანტოსმა” სტამბოლის “გალათასარაის” კოტდივუარელი ფორვარდის დიდიე დროგბას შეძენის იდეაზე უარი განაცხადა.

35 წლის ფეხბურთელს თურქეთის ჩემპიონთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და “ლომების” ხელმძღვანელობა მისთვის ახალი შეთანხმების შეთავაზებას არ ჩქარობს. სამაგიეროდ, გაჩნდა ინფორმაცია დროგბას შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით. მთავარ პრეტენდენტად “სანტოსი” ითვლებოდა, მაგრამ ბრაზილიელებისთვის დიდიე ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა.

“დიახ, მოლაპარაკებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ დროგბას შესაძენი ფული არ აღმოგვაჩნდა. ჩვენი გულშემატკივრები ოცნებობდნენ, რომ დიდიეს ჩვენთან ეთამაშა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ მისი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია” - განაცხადა “სანტოსის” პრეზიდენტმა ოდილიო როდრიგესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11663