ფრანგულ კაპელა ლა გრანდში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ჩინებულად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ, რომელმაც 9-დან 7 ქულით I-V ადგილები გაინაწილა და პერფომანსით 2670 (!) მესამე საპრიზო საფეხურს დაეპატრონა.
28e Open international de Cappelle-la-Grande-ს ბოლო ტურის თავზე ერთნაირი მაჩვენებელი (7.0 ქულა) ხუთ მოჭადრაკეს მოუგროვდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ადგილები ასე გადანაწილდა: 1. პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2678). 2. პარიმარჯან ნეგი (ინდოეთი, 2639). 3. თორნიკე სანიკიძე (2549). 4. ტიგრან გარამიანი (საფრანგეთი, 2671). 5. მარტინ კრავცივი (უკრაინა, 2588).
ფრანგულ ტურნირზევე დავით არუთინიანი (2553) 6.5 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო დავით ჯოჯუა (2507) 6.0 ქულით 36-ე გახლდათ.







