საფრანგეთის ქალაქ ვანდევრე-ლე-ნანსიში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის 7 ტურის თავზე ქართველმა თორნიკე სანიკიძემ (2558) 5.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა კი, ლიდერთან მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა აშორებს.
სანიკიძემ, რომელიც საქართველოს 2009 წლის ჩემპიონია, მე-5 ტურში ფრანგი პოლინ გუიშარი (2291) დაამარცხა, შემდეგ კიდევ ერთ მასპინძელ ფილიპ ბროშეს (2374) დაუზავდა, ასევე ფრანგ კევინ ტერიეს (2422) კი ქულა აართვა.
ვანდევრე-ლე-ნანსის ტურნირის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ქართველი მოჭადრაკე მე-8 ტურში 5.5 ქულით მე-2 ადგილზე მყოფ ჟან-პიერ ლე რუს (საფრანგეთი, 2520) თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება.
ამჟამად, პირველ ადგილზე საფრანგეთის სახელით მოთამაშე ტიგრან გარამიანია, რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა. გათამაშების საპრიზო ფონდი კი 6 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 1 500 ევროს მიიღებს.







