ფეხბურთი

15:12 | 29.11.2013 | ნანახია 3111 - ჯერ

სანდრო კობახიძე: “თამაში რამდენად გამომივიდა გულშემატკივრებმა და მწვრთნელებმა შეაფასონ”

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, შინ რუმინეთის “პანდურიისთან” მოგების (4:1) შემდეგ, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის პრინციპული თამაში იყო და მოედანზე რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.   

- გუნდმა 4:1 მოიგო. მატჩი რამდენად რთული იყო?

- კარგი თამაში იყო და მოედანზე სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, სიტუაცია დაიძაბა, როდესაც გოლი გავუშვით და მეტოქემ ანგარიში შეამცირა (2:1). თუმცა, მატჩის ბოლო წუთებში თავი “ხელში ავიყვანეთ” და კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. ასე რომ, დამაჯერებლად მოვიგეთ. “დნიპრო” უფრო ძლიერი იყო.

-“დნიპროს” შემდეგ რაუნდში გასვლა განაღდებული ჰქონდა, მაგრამ შენთვის ეს მატჩი პრინციპული იყო. საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?

- დიდი ხანია არ მითამაშია. სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ვხვდები. თუმცა, განვლილ მატჩში მწვრთნელმა დრო მომცა და მის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცადე. ჩემთვის შეფასების გაკეთება ძნელია. დაე, ეს სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტოს. თუმცა, ვიტყვი, რომ მოედანზე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ძალიან მსურდა გუნდს დავხმარებოდი და საბოლოო ჯამში მოვიგეთ. თამაში რამდენად გამომივიდა გულშემატკივრებმა და მწვრთნელებმა შეაფასონ.

-“ფიორენტინამ” და “პაკუშმა” 0:0 ითამაშეს და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად, “დნიპროს” იტალიაში ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აწყობს. ეს რამდენად რეალურია?

- ყოველ თამაშზე მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ. ასე რომ, ფლორენციაში გამარჯვებისთვის წავალთ. რა თქმა უნდა, მოგება რთული იქნება.

- ამჟამინდელ “დნიპროს” იტალიაში გამარჯვება შეუძლია?

- ვფიქრობ, შეუძლია.

- სვატკასა და ბლიზნიჩენკოს დებიუტს როგორ შეაფასებ?

- ძალიან კარგი პერსპექტიული მოთამაშეები არიან.

- მოედანზე მათ რაიმეთი ეხმარებოდით?

- რა თქმა უნდა, ვეხმარებოდით, ვკარნახობდით, მითუმეტეს, რომ მათთვის პირველი თამაში იყო. უბრალოდ, ჩვენ ვალდებული ვიყავით მათთვის მხარი დაგვეჭირა. სხვათა შორის, გულშემატკივრებმა ისინი ძალიან კარგად მიიღეს. ეს ბიჭები თავს კიდევ წარმოაჩენენ.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:53 | 30.11.2013
dinamo11 (1009)

ამა ისეთი ააცილა ამ თამაშში წლის კურიოზებში უეჭველი 10-ში იქნება.

04:28 | 30.11.2013
lucatoni (284)

shen genacvale sandrinio

21:59 | 29.11.2013
the mentalist (22583)

მიდი რიჟა მიაწექი

18:44 | 29.11.2013
N11 (30)

მაგრად მევასება ეს სწრაფია,კაი პასები იცის,ჩაწოდება...უნდა ქონდეს ძირითადი

18:43 | 29.11.2013
N11 (30)

ერთი-ერთზე უნდა გაგეტანა და მერე მაგარი იქნებოდი

16:26 | 29.11.2013
giorgi00011 (395)

stripslashes((strlen('http://www.fcdnipro.ua/ru/multimedia/videos/')>0?'http://www.fcdnipro.ua/ru/multimedia/videos/':'http://www.fcdnipro.ua/ru/multimedia/videos/'))

ვიდეოო კოლაჟი თამაშის

15:55 | 29.11.2013
სავაშა__ (6590)

ბოლო წუთზე გაიტანს და , 1-2 ს მოიგებენ ) ღმერთმა მისმინოს )

18:44 | 29.11.2013
N11 (30)

კი კი უეჭველი ეგრე იქნება

16:18 | 30.11.2013
სავაშა__ (6590)

ნაპოლი ......... ♥ როგორც იქნა ) გამოჩნდა ჩემს გარდა ამ ფორუმზე , კიდევ ერთი ნაპოლის გულშემატკივარი )

15:24 | 29.11.2013
111111 (5084)

მიდი რიჟა ფიორესთანაც თუ ითამაშებ გაგვახარებ

15:16 | 29.11.2013
dato.nanava (2529)

ფიორეც არ ჩანს დაუმარცხხებელიასე რომ მიაწექი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076071
სარეკლამო ადგილი - 99
X x X