უკრაინული “დნიპრო” ესპანეთში შეკრებაზეა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა სანდრო კობახიძემაც, რომელსაც ბოლო ტესტ-მატჩი ფეხის ტკივილის გამო არ უთამაშია. სულ ორი დღე გაუცდა.
“მსოფლიო სპორტი” კობახიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა – მათ შორის, ნაკრებზე და კიდევ იმაზე, თუ რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები სუსტ გუნდებში:
- როგორ მიმდინარეობს შეკრება და პირადად თქვენი მზადყოფნით რამდენად ხართ კმაყოფილი?
- კარგად ვემზადებით. ჯერ პირველი შეკრებაა და უფრო ფიზიკურ ვარჯიშებზეა აქცენტი, მეორე შეკრება კი ტაქტიკაზე იქნება გათვლილი და მეტი საკონტროლო მატჩიც მოგვიწევს. ჩემი მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ორი დღე გამიცდა. მთლიანობაში, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
- როგორ ფიქრობთ, პირველ წრესთან შედარებით, მეტი სათამაშო დრო გექნებათ? ამის შესახებ “დნიპროს” მწვრთნელ რამოსთან ხომ არ გისაუბრიათ?
- ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებ, დანარჩენი კი მწვრთნელზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მეტი შანსი მომეცემა, რათა თავი გამოვიჩინო. რამოსთან ამ საკითხზე არ მისაუბრია, მაგრამ ვატყობ, კონკურენციაა და ჩემი უნდა გავიტანო.
- რომელიმე კლუბში განათხოვრებაზე ხომ არ ყოფილა საუბარი?
- პრესაში დაიწერა რამდენჯერმე, მაგრამ “დნიპროს” ხელმძღვანელობასთან ამაზე არ მილაპარაკია. ასე რომ, “დნიპროში” ვრჩები და ვეცდები, თავი დავიმკვიდრო, ხშირად ვითამაშო.
- “დნიპროს” შეუძლია, რომ უკრაინის ჩემპიონი გახდეს?
- შეუძლია, თუ იმ შეცდომებს არ დავუშვებთ, რაც წინა წრეში გვქონდა. ჩემპიონობისთვის საჭიროა, რომ უაზროდ არ ვფლანგოთ ქულები, შემდეგ კი ყველაფერი უშუალო კონკურენტებთან ურთიერთშეხვედრებზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, შეგვიძლია, მაგრამ თან რთულია ისეთ გუნდს გაასწრო, როგორც “შახტარია”.
- “დნიპრო” ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა სეზონში იყო?
- ვფიქრობ, კი. უფრო სტაბილური გუნდი ვართ, თუმცა გააჩნია, როგორ ჩავატარებთ მეორე წრეს.
- ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ლონდონის “ტოტენჰემს” ხვდებით. ალბათ, მოუთმენლად ელით.
- ძალიან საინტერესო მატჩები იქნება. პირველი თამაში შინ გვექნება და მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება. “ტოტენჰემისთვის” განსაკუთრებული მზადება ჯერ არაა. ალბათ, ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ.
- განვლილ ტესტ-მატჩებში მარცხნივ უფრო გაყენებდათ რამოსი თუ მარჯვნივ?
- ბოლო მატჩებში უფრო მარცხენა ფლანგზე ვთამაშობდი.
- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებზე რას იტყვით? ყველაზე მეტად რა გიშლიდათ ხელს?
- ბოლო მატჩებზე ძალიან დამწყდა გული. ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ რამის პრეტენზია გვაქვს, ფინეთს შინ აუცულებლად უნდა ვუგებდეთ. ზოგადად კი, ახალი შესარჩევი ციკლიდან უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, მეტი ამხანაგური მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა შევთამაშდეთ. დასალაგებელია ნაკრებში ატმოსფერო და აღარ უნდა ხდებოდეს ის არასასიამოვნო ფაქტები, რაც ყველამ იცის. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებას ვგულისხმობ, თან საჯაროდ. ვფიქრობ, ყველამ გვერდზე უნდა გადადოს თავისი პრინციპები და ნაკრებზე იფიქროს. ახალ შესარჩევ ციკლს იმედიანად ვუყურებ, ყველანაირად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. თამაშს რაც შეეხება, შეტევაში უფრო თამამად უნდა ვიმოქმედოთ. ეს, უპირველესად, ფეხბურთელებს გვეხება. ნაკრებში შეტევას ნამდვილად არავინ გვიშლის.
- ქეცბაიას სიტყვებია: “ჩვენ არავის ვუშლით შეტევაში ჩართვას, მაგრამ ბურთი როცა იკარგება, კეთილი ინებოს და უკან ჩამოვიდეს”. ამას შენიშვნაც არ უნდა სჭირდებოდეს, დღევანდელი ფეხბურთი ასეა. გამძლეობის მხრივ გვიჭირს?
- ვეთანხმები ქეცბაიას. ნაკრები ისეთი რამ არის, იქ ფიზიკურად ვერ მოემზადები. ამიტომაც, პროფესიონალები უნდა ვიყოთ და საკუთარ გუნდებში მოვემზადოთ, რათა ნაკრებში მომზადებულები ჩავიდეთ, რათა მწვრთნელს ფიზიკაზე არ სჭირდებოდეს აქცენტის გაკეთება. ყველა გუნდში, რაც არ უნდა ძლიერი შემტევი იყოს, უკან ჩამოსვლა და დახმარება მაინც ევალებათ. ამისგან არავინ გაგათავისუფლებს.
- ამ ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები სუსტ გუნდებში გადადიან. თანაც, ერთი შეხედვით კარგი ფეხბურთელები. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე?
- ბევრი რამ განაპირობებს: ნაკრების რეიტინგი, ქართული გუნდების წარუმატებული გამოსვლა ევროთასებზე. ასევე, ფეხბურთელები უცხოეთში ისე ვერ ვიჩენთ თავს, როგორც საჭიროა. ნამდვილად დაეცა მოთხოვნა ქართველ ფეხბურთელებზე - ეს ფაქტია. ჩემი აზრით, ნაკრებმა ერთი რომ გაისროლოს, მაშინვე აიწევს ჩვენი ფეხბურთელების რეიტინგი. ამიტომ უნდა გავიდეთ ახლა ჯგუფიდან: ეს არის ერთადერთი გამოსავალი დღესდღეობით. უნდა ვიბრძოლოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები კობახიძეს,მაგარი ჯიგარი და გულიანი ბიჭია
რამოსი გამოსწორდა ნაკრების წევრმა უჩა ლობჟანიძემ დნეპროს ძირითადში ითამაშა კობახიძემ 2 საგოლე პასი გააკეთა კანკავა როგორც ყოველთვის კარგია. ქეცბაიას ბიჭებიდან ყველა მეტ ნაკლებად დალაგდა, დარჩა ჭანტურია თარგამაძე ქვილითაია და ელგუჯა გრიგალაშვილი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
playmaker
როგორი კმაყოფილი ხარ?მე გავიხარე!მომავლის იმედი მომეცა...
ისე მიუხედავად ლოკოს მოგებისა,მაინც ბარსამ უფრო ტექნიკური,მსუბუქად მოთამაშე და ტაქტიკურად განსწავლული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.ჩვენებმა კუნთებით აჯობეს და თითქოს ასაკით დიდები ჩანდნენ...არ ვიცი მომავალში(და მთავარი მომავალია)რა და ვინ გაამართლებს?ხომ არ ჩქარობენ დაკუნთვას?
დინამომ რა ქნა დაწერეთ რა კაცურად
1-1
ლორიაამ რო არ თოხლოოს ხო შანსი არაა რა
წარმატებები სანდრო !
მოიგეს კიდევაც ყოჩაღ ბიჭები
ლოკო 1-0 იგეეეეეეებს
ათრევენ ლოკოს ((((( კარში ვერ დავატყით ვაა
წარმატებები
stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI')>0?'http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI':'http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI')) ბარსა ლოკომოტივი
გარსია გაიჩითA თამაშზე
ძმა ხარ
გაიხარე
ეჰ მაგ გასროლას ველოდებით წლებია
stripslashes((strlen('http://fcdinamo.ge/')>0?'http://fcdinamo.ge/':'http://fcdinamo.ge/')) იწყება დინამოს თამაში პოდბესკიესთან ძაან ცუდი სასტავი დააყენა ჟვანიამ 5 ზამენის კაცი ყავს პაპავა ხურცილავა რეხვიაშვილი მერებაშვილი მოდებაძე ყველა სკამზე ყავს იმედია მოუგებენ ამ ფარჩაკებს მაინცც
---------------ლორია--------
---კაკაბაძე----გველესიანი---ხიდეშელი---კვირკველია
-------------------ძარია---გორგიაშვილი-------
--------დიასამიძე-----გოგა----------ჩისკო-
------------------------ვუო-------------
ცვრნელი უნდა გააგდოს ისე არაფერი არ გამოვა
ჯიგარი ხარ ჯიგარი
ერთი რომ გაისროლოს რა ყარაულის თოფია ?
ყველაზე მაგარი კაცი დღევანდელ ნაკრებში)
ნაკრებში ყოველთვის მომზადებული ჩამოდის
მაგრად მევასება ეს ბიჭი უბრალოდ დნიპროში ამის პოზიციაზე საოცრად დიდი კონკურენციაა და რამოსის არ ენდობა სანდროს იმედია ეხლა დაიმკვიდრებს ადგილს და ვნახოთ რა წარმატებები და ნაკრებში რაც მიზნათ გაქვთ დასახული შეგესრულებინოთ და ერთხელ და სამუდამოდ გაგვახარეთ რა ტო
ყოჩაღ სანდრო კარგია ოპტიმიზმიც... ასეთი შემართებით იყოს ყველა ნეტა
ფიზიკურად ყველაზე კარგად ჩემი აზრით კაშია და კანკავა არის მზად, კაშია მოქნილია კიდევ რაც ქართველ ფეხბურთელებს აკლიათ ზოგადად...
ისე სანდრო ჩვენს ნაკრებში ფიზიკურად ყველაზე კარგად არის მომზადებული. თან დარბის თან მალე არ იღლება.
სანდრო ნაკრების ნათელი წერტილია უფრო კაი გუნდს იმსახურებს მარრა მომენტებში გამოანათებს ხოლმე
სანდრო ძაან მაგარია და მჯერა რო მალე წარმატებას მიაღწევს. პროფესიონალები უნდა ვიყოთო ეს ფრაზა უნდა წაიკითხოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობამ
სანდრიკ შენ თუ თამაში გინდოდა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებDი
სანდრო 1 თვის თავზე ლიხტენშტაინი უნდა ამოტენო. შემოდგომის შესარჩევისთვის კი სერიოზულად უნდა მოემზადო
ეგრეა ბიძიკო მაგრამ მასე 28 წლის ასაკში კი არა 16 წლის ასაკში უნდა ფიქრობდეთ!!!
ძალიან მაგარი რაღაც თქვი. კარიერას რომ ამტავრებენ მერე მოდიან აზრზე. დევაძეს ინტერვიუ ამ დღეებში და დემესი უფრო ადრე ნათელი დადასტურებაა
დრო თავისით მოიტანს მაგას, ნუ იმედია მიხვდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები უკვე, რომ ფეხბურთი და გულაობა ერთად არ გამოვა. ძნელია თუნდაც იგივე დემეს და დევაძის დროს უარე გეთქვა დროს ტარებაზე, როცა შენ ქვეყანაში ომი და უბედურება იყო და შენ მერსედესებით და ფერარებით დარბოდი, ეხლანდელ თაობასაც არ აქვს ეგ კარგად გააზრებული, მომავალი თაობა იმედია მიხვდება მაგას
Доводилось ли вам ранее работать с грузинскими игроками? Хорошо известно, что они обладают особенным игровым и бытовым менталитетом…
- Я не различаю футболистов по национальному признаку. Россияне, украинцы, балканцы или грузины - все они обладают какими-то специфическими особенностями. Но при всем этом за паспортом скрывается отдельный человек со своими
неповторимыми чертами характера. Что касается грузинских футболистов, то я играл с ними в одной команде, будучи игроком, и работал, как тренер. Могу сказать, что все они были прекрасными людьми и серьезными игроками. Так что я с большим уважением отношусь к грузинским футболистам.
ა კტო ეტა?
;D
მაგ გასროლას ერთი ადგილის განძრება ჭირდება. სანდროს ყველაზე ნაკლებად ეხება ეგ
იმედია გავალტ ევრო 2016 ხმერტო დაგვეხმარე 2014 ცელს გაგვცირე იმედია ახლა მაინც ადვილ ჯგუპს მოგვცემ
კარგი იქნება თუ ყველა ამასავით იაზროვნებს და ერთ ადგილს გაანძრევენ