კალათბურთი

14:38 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე იუტაში დამარცხდა, ფხაკაძემ ოჰაიოში იმარჯვა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარუმატებელი სერია გაუგრძელდა დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსს”. კალიფორნიულმა გუნდმა კონფერენციის მესამე მატჩი იუტას შტატში, “ბრიგჰემ იანგის” უნივერსიტეტთან გამართა და უიმედო მარცხი განიცადა – 53:87.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 23 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელთაგან თამაში ყველამ “ჩააგდო”. 10 ქულით ბომბარდირი კრის სარბა გახდა.

3-დან 3 წაგებით “სან დიეგო” “ვესთ ქოუსთის” კონფერენციაში ბოლო 2 ადგილს “პასიფიკთან” იყოფს. მომდევნო მატჩს “ტორეროსი” 9 იანვარს, საკუთარ მოედანზე “ლოიოლა მერიმაუნთთან” გამართავს, რომელთანაც 1 კვირის წინ 3 ქულით – 62:65 დამარცხდა.

სტუდენტური ლიგის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა ოთარ ფხაკაძის “ფეირმონტ ფალკონსმა”, რომელმაც 4 იანვარს ოჰაიოში, “ურბანასთან” 70:51 მოიგო. ფხაკაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 13 წუთში კი 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

კონფერენციაში “ფეირმონტს” 3 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, შემდეგ შეხვედრას კი კვლავ ოჰაიოს შტატში, “ნოტრ დამის” კოლეჯთან გამართავს.

www.gbf.ge

0.118514