ქართველი სპორტსმენები

11:00 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე: 25 ქულა 26 წუთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა. “სან დიეგო ტორეროსის” უკანახაზელმა ამერიკული კარიერის საუკეთესო შედეგი (22 ქულა) რამდენიმე დღის წინ “ლოიოლასთან” დააფიქსირა, დღეს, გამთენიისას კი სანაძემ “სანტა კლარას” 25 ქულა ჩაუგდო და თავის გუნდს კონფერენციაში მე-2 გამარჯვება მოაპოვებინა.

სანდიეგოელებმა წინასაკონფერენციო მატჩები შედეგიანად ჩაატარეს – 13-დან 9 შეხვედრა მოიგეს, თუმცა “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში ცოტა გაუჭირდათ. დღევანდელ მატჩამდე “ტორეროსმა” კონფერენციაში 5-დან 4 მარცხი განიცადა და “სანტა კლარასთან” გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ტაიმის შემდეგ სანდიეგოელები 28:32 აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში სანაძის წინამძღოლობით იხეირეს და გამარჯვებას მიაღწიეს – 69:66.

0.114816