ფეხბურთი

13:43 | 24.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" გორგიაშვილი და ბეჭვაია დაიმატა

"სამტრედია" შემადგენლობას აძლიერებს და ორი ფეხბურთელიც გადაიყვანა. ორივე ნახევარმცველია: თორნიკე გორგიაშვილი და გიგა ბეჭვაია. გორგიაშვილი, როგორც იცით, "ზესტაფონსა" და თბილისის 'დინამოში" თამაშობდა, ხოლო ბეჭვაია – "ვიტ ჯორჯიაში", გორის "დილასა" და საჩხერის "ჩიხურაში".

სამტრედიელთა აქტიურობა ამით არ მთავრდება. როგორც შევიტყვეთ, დღეს, ან ხვალ კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებენ.

0.125558