ჭადრაკი

23:04 | 24.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამქულიანი ორია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საჭადრაკო  ფესტივალის 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით მასპინძელი ელტაჯ საფარლი (2620) და თურქი ბარის ესენი (2588) დსაწინაურდნენ.
შეგახსენებთ, რომ “ბაქო-2012”-ზე 8 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთაგან საუკეთესო შედეგები მიხეილ მჭედლიშვილს (2364), თორნიკე სანიკიძეს (2333), ნინო ბაციაშვილს (2434) და სოფიკო ხუხაშვილს (2396) გააჩნიათ. მათ 2-2 ქულით, შესაბამისად, მე-17, 21-ე, 22-ე და 26-ე ადგილები უკავიათ.
1.5-1.5 ქულა გააჩნიათ სალომე ხაჟომიას (2143, 31-ე) და გაიოზ ნიგალიძეს (2449, 38-ე), ანა გავაშელსა და ლევან ფანცულაიას კი მხოლოდ თითო ქულა გააჩნიათ და შესაბამისად, 52-ე და 55-ე პოზიციებზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, ბაქოს საერთაშორისო ტურნირში 10 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაება, შეჯიბრის საპრიზო ფონდი კი 50 ათასი დოლარია. ისიც ვთქვათ, რომ საუკეთესო რეიტინგი რუს ანტონ კორობოვს (2705) გააჩნია, რომელიც, ჯერჯერობით, 2.5 ქულით მეექვსეა. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172783