ფეხბურთი

13:07 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიას” მჭედლიძე აინტერესებს

იტალიური Calcio News-ის ცნობით, გენუის “სამპდორია” პოტენციურ ახალწვეულთა შორის, ლევან მჭედლიძის კანდიდატურასაც განიხილავს. ლევანი “ემპოლიშია”, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი და ტოსკანელები სერია A-ში გადასვლის შემთხვევაში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ – ეს თავად მჭედლიძემ უთხრა “მსოფლიო სპორტს”.

“სამპდორია” მე-12 ადგილზე გავიდა სერია A-ში. გუნდს ცნობილი სერბი სინიშა მიხაილოვიჩი წვრთნის, ხოლო თავდასხმაში თამაშობენ ედერი და გაბიადინი.

მჭედლიძის საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა.

0.118672