“სამპდორიას” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი დელიო როსი დაითხოვა. ეს სერია A-ს მე-12 ტურის მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც როსის გაწვრთნილი გუნდი “ფიორენტინასთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ფრანჩესკო პედონე იქნება.
დელიო როსის ხელმძღვანელობით “სამპდორიამ” 12 ტურში მხოლოდ 9 ქულა აიღო და 20 გუნდს შორის მე-18 ადგილზეა.