ფორმულა 1-ის შეფის, ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილი, მომხიბვლელი ტამარა კვლავაც არ იშლის ქარაფშუტობას და ძველებურად ლაღი ცხოვრებით ცხოვრობს. ტამარა ეკლსტოუნმა ამ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ბერნი ეკლსტოუნის თამამი ქალიშვილი ამბობს, ის ფოტოკამერების წინ ტიტვლად კეკლუცობაში ცუდს ვერაფერს ხედავს და არც ის მიაჩნია სათაკილოდ, რომ ამ გზით თავის პირად შემოსავალს შოულობს. ეს მაშინ, როდესაც მამის მილიონებთან ხელი უპრობლემოდ მიუწვდება.
მამა-შვილი ბერნი და ტამარა ეკლსტოუნები ბოლო დროს ერთმანეთს უკვე ვეღარ უგებენ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბერნიმ თავისი შვილის ასაკის ქალი მოიყვანა ცოლად, რაც ტამარას დიდად არ ეპიტნევა. ასეთი თამამი საქციელი შეიძლება ტამარას მხრიდან მამაზე შურისძიების სურვილითაც კი იყოს განპირობებული.







