ჭადრაკი

16:53 | 30.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

სამი ოქრო მოსკოვიდან

საქართველოს ჩემპიონ გიორგი ნიკოლაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებით (7-დან 6 ქულა) დასრულდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართული ტრადიცული თანამემამულეთა შეჯიბრი.
გიორგიმ აზატ კანანისა (აზერბაიჯანი) და ალექსანდრ ველიკანოვის (აშშ) დარი შედეგი აჩვენა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ჭადრაკში.
გოგონათა ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა  საქართველოს ჩემპიონმა 16 და 20-წლამდე ასაკი გოგონათა შორის ნანი უნაფქოშვილმა.
ტურნირი პირად-გუნდური იყო და საქართველოს წარგზავნილებმა უკვე ზედიზედ მეორედ იპირველეს.
ვერცხლის მედალი ლატვიელმა მოჭადრაკებმა დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაო აშშ-ს გუნდს ერგო.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და მასში 34 ქვეყნის 58 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098361