საბერძნეთის ქალაქ პალეოჰორაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-5 ტური მიილია, ლიდერი კი სამია – უკრაინელი კრივორუჩკო (2609), სერბი პაპი (2509) და რუსი რიჩაგოვი (2538) ჯერჯერობით, უდანაკარგოდ ასპარეზობენ.
ლიდერებს ქულით ჩამორჩებიან მალხაზ სულაშვილი (2498) და ბელა ხოტენაშვილი (2423). პირველი ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის (2623) მქონე მოლდოველ იორდანესკუს შავი ფიგურებითYდაუზავდა და მე-15 ადგილზე დამკვიდრდა, ხოტენაშვილმა კი ჰოლანდიელი სმიტსი (2186) თეთრებით დაამარცხა და 26-ე პოზიციას უწია.
ნინო ბაციაშვილმა (2383) ასევე თეთრებით მოლდოველ სვეტუშკინთან (2560) წააგო და 3.5 ქულით 35-ე საფეხურამდე დაქვეითდა. 3.0 ქულით 53-ე ადგილზეა ალექსანდრა ვახანია (2199), რომელიც შავი ფიგურებით რუმინელ ფილიპთან (2470) დამარცხდა.
ანა გავაშელმა (2168) თეთრებით ბელორუს მაიოროვთან (2532) წააგო და ასევე 3.0 ქულით 70-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბერძნულ ტურნირში სულ 237 მოჭადრაკე ირჯება და ის 9 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ფონდი 8 300 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 2 200 ევრო ერგება.







