ჭადრაკი

14:50 | 12.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამეული ორი საგზურისთვის იბრძოლებს

12 თებრვლიდან სტარტს იღებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩ-ტურნირი, რომელშიც 3 მონაწილე ჩაებმება: ნინო ხურციძე (2437), სალომე მელია (2403) და ნინო ბაციაშვილი (2407) და ორი საგზურისთვის იბრძოლებს.
მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 2-დან 13 მარტამდე გასტანს. საქართველოს ქალთა ნაკრებში პერსონალურად მიწვეულნი არიან ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.
ქართველთა გარდა ასტანაში რუსეთის, ჩინეთის, უკრაინის, საქართველოს, აშშ-ს, ინდოეთის, სომხეთის, რუმინეთის, ყაზახეთის და თურქეთის ნაკრებები ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096398