ბაქოს “ინტერის” მცველი ლაშა სალუქვაძე აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდი იუწყება.
განვლილ ტურში, “ინტერმა” თავის მოედანზე “სუმგაითს” 2:0 აჯობა და სალუქვაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
მიმდინარე სეზონში ქართველი მცველი ტურის “სიმბოლურში” პირველად მოხვდა. სალუქვაძე “ინტერში” ზაფხულში გადავიდა და ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, თუმცა ბოლო დროს სტაბილურად თამაშობს.