ფეხბურთი

16:41 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძე კვლავ ტრავმირებულია

ბაქოს “ინტერის” მცველს ლაშა სალუქვაძეს სამედიცინო შემოწმება სჭირდება.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის პირველ ტურში, აგდამის “ყარაბაღთან” წაგებული (1:2) მატჩის 51-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ორშაბათას, ის კლინიკაში მივიდა, მაგრამ ფეხი გასიებული ჰქონდა და ამიტომ, სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

თუ რამდენი ხანი ვერ ითამაშებს სალუქვაძე, ეს მას მერე დადგინდება, რაც ფეხბურთელს საფუძვლიანად გამოიკვლევენ.

აქვე გეტყვით, რომ სეზონის წინ სალუქვაძე ტრავმირებული იყო და გუნდს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტრომსიოსთან” საპასუხო მატჩში დაუბრუნდა. ახლა კი, აზერბაიჯანის პირველობის სტარტზე დაშავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1172