კალათბურთი

19:38 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა ბოლო წამს იმარჯვა

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა. საფრანგეთის ნაკრები სერბებთან მატჩში უმეტესად მდევრის როლში იყო, თუმცა, საფინალო სირენამდე წამით ადრე, ჟოფრი ლოვერნის მიერ ჩაგდებული საჯარიმოს წყალობით 74:73 მოიგო.

ცნობისთვის, ლოვერნი “სამფეროვანთა” რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 19 ქულა ჩააგდო და თან თამაშიდან 10-დან 7 ტყორცნა გამოიყენა. სერბებს 21 ქულით და 9 მოხსნით მიროსლავ რადულიცამ ულიდერა, რომლის ეფექტურობის კოეფიციენტმაც 21-ს უწია.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. A ჯგუფი. გრანადა

სერბეთი – საფრანგეთი 73:74 (21:20, 21:14, 20:26, 11:14)

0.116559