ფეხბურთი

18:13 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ფან-კლუბის განცხადება

აბსოლუტურად ვიზიარებთ ჩვენი კლუბის პრეზიდენტის, ბატონო ილია კოკაიას პოზიციას, ან არავინ დაფინანსდეს, ან თუ პრეცენდენტია იმის, რომ ვინმე ფინანსდება, ყველა სახელმწიფო და კერძო კლუბი დაფინანსდეს თანაბარი თანხით. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბში მძიმე მდგომარეობაა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდთან" ზეგ გასამართი მატჩის საკითხი.

კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ინვესტირების შეწყვეტის შესახებ და მიმართა წერილით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კლუბის შესანარჩუნებლად, კლუბი აღირიცხოს გამგეობის ბალანსზე და გამგეობა განისაზღვროს კლუბის 100 % -იანი წილის მესაკუთრედ. შექმნილ ვითარებაში,როდესაც კლუბი ინვესტორის გარეშე დარჩა, მოვითხოვთ საქართველოს ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდის გადასარჩენად სახელმწიფოს მაქსიმალურ თანადგომას და სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მოვითხოვთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბატონი ზვიად სიჭინავას, სპორტის მინისტრის ბატონი ლევან ყიფიანისა და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი გოგი ქავთარაძის ზესტაფონში ჩამობრძანებას და კლუბის გულშემატკივართან შეხვედრას გუნდის მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც გაიმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, 13 მაისს,14:30 საათზე.

იმედია ზემოთაღნიშნული პირები აგვიხსნიან, როგორ აპირებენ საქართველოს ჩემპიონატში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093323