კალათბურთი

14:34 | 29.09.2014 | ნანახია 1206 - ჯერ

საჩუქარი ლაშკოელთა მწვრთნელს

მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა” მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და უნგრულ “ზალაკერამიას” 95:83 სძლია, რითაც გუნდის მთავარ მწვრთნელ პრედრაგ მილოვიჩს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, ჩინებული საჩუქარი უძღვნა.

ქართველი კალათბურთელი წინა მატჩებივით შედეგიანი არ ყოფილა და მხოლოდ 3 ქულას დასჯერდა, ლაშკოელებს კი ზაგორაცმა (32) და ლაპორნიკმა (29) ულიდერეს.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიაში სეზონი სტარტს 11 ოქტომბერს აიღებს და “ზლატოროგის” პირველი მეტოქე “ჰოპსი პოლზელა” იქნება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:44 | 29.09.2014
buska (1193)

ნუ სათაურები გაქვთ მე ვთქვი ჩამოიღო ფარები ბერიშვილმათქო

15:23 | 29.09.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებულ სეზონს ვუსურვებ

0.065971