ფეხბურთი

21:24 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბა კვირკველიას საგოლე პასი, დაუშვილის... ისევ “კარპატი”

 

რუსეთის პრემიერლიგაში “რუბინმა” შინ 1:1 ითამაშა “უფასთან”. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა პირველი ტაიმის ბოლოს. ყაზანელები მეათე ადგილზე არიან 6 ტურის შემდეგ. მამუკა კობახიძე განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

“უფაში” ჯერ არ გადასულა ბუბა დაუშვილი, რომელსაც კონტრაქტი გაფორმებული აქვს კლუბთან, მაგრამ ვიზის პრობლემის გამო ვერ ჩადის რუსეთში. ამიტომაც, ბუბამ ჯერ ლვოვის “კარპატიში” ითამაშა (90 წუთი): მისმა გუნდმა შინ 1:2 წააგო ზაპოროჟიეს “მეტალურგთან”. დაუშვილის გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა.   

საფრანგეთში “ბორდო”-“ბასტია” 1:1 დასრულდა. ლუკა კიკაბიძე განაცხადში არ ყოფილა.

პორტუგალიაში “ჟილ ვისენტემ” შინ 1:2 წააგო “მარიტიმუსთან” და 3 ტურის შემდეგ, უქულოდაა ბოლო ადგილზე. ავთო ებრალიძე სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე, 1:1-ისას შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12014