ფეხბურთი

15:55 | 21.04.2014 | ნანახია 3422 - ჯერ

საბა კვირკველია რუსეთის ნაკრებში სურთ?

 

ხმა გავრცელდა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო “რუბინის” ქართველ ცენტრალურ მცველ საბა კვირკველიას აკვირდებაო. ამის შესახებ “რუბინის” მწვრთნელ რინიატ ბილიალეტდინოვმა და რუსეთისა და სსრკ-ის ოლიმპიური ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ანატოლი ბიშოვეცმა კომენტარი გააკეთეს.

თუმცა, სანამ მათ კომენტარს შემოგთავაზებდეთ, შეგახსენებთ, რომ კვირკველიას უკვე ნათამაშევი აქვს 1 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში – ეს ლიხტენშტაინტან ამხანაგურში. ტანმაღალ ქართველ მცველს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ბევრჯერ უთამაშია და გახლდათ 19-წლამდელებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ეროვნული გუნდია.    

რინატ ბილიალეტდინოვი: “თუ ეს სინამდვილეა, სასიამოვნოა, რომ კაპელო ყურადღებას აქცევს ჩვენს ფეხბურთელს. კვირკველიას ნათამაშევი აქვს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ არ მახსოვს, რა დონეზე. თუ მისი რუსეთის ნაკრებში გამოძახება შესაძლებელი იქნება, ორივე ხელით მხარს დავუჭერ”.

ანატოლი ბიშოვეცი: “ვიცი, რომ ასეთი საკითხები მტკივნეულია პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წლის წინ მოხდა. რა თქმა უნდა, კვირკველიას აქვს ღირსებები, შეგვიძლია მის პოტენციალზე საუბარი,მაგრამ ეს პოტენციალი ბოლომდე არაა გახსნილი. მესმის კაპელოს ნერვიულობის მიზეზი ცენტრალური მცველების გამო. ბოლოს ნაკრების დაცვის ცენტრში ცსკა-ს ფეხბურთელები, იგნაშევიჩი და ბერეზუცკი თამაშობენ, მათ კი შემცვლელები სჭირდებათ. ეს აუცილებელი პროცესია. კვირკველია ერგება ამ პოზიციას. კარგად თამაშობს თავით და აქვს აზროვნება, თუ რა უნდა გააკეთოს მინდორზე. შესაძლოა, მას ყოველთვის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ამჯერად აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი საუკეთესო თვისებები კიდევ უფრო განავითაროს. კვირკველიას ახლა თუ არა, პერსპექტივაში შეუძლია რუსეთის ნაკრების გაძლიერება”.

ფიფას წესებით, ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში ერთი ოფიციალური მატჩი მაინც თუ ჩაუტარებია, სხვა ქვეყნის ნაკრებში ვერ ითამაშებს. კვირკველიას კი მხოლოდ ამხანაგურში აქვს ნათამაშევი და შესარჩევში ერთხელაც არ ყოფილა მინდორზე.

იყო შემთხვევები, როცა ფეხბურთელს ნაკრები გამოუცვლია და ესეც მხოლოდ მაშინ, როცა ამხანაგურში ჰქონდა ნათამაშევი. მაგალითად, ჯერმეინ ჯონსს, “შალკეში” რომ გახლდათ, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში აქვს ჩატარებული 3 ამხანაგური მატჩი, მაგრამ შემდეგ აშშ-ის ნაკრების მაისურა მოირგო და დღემდე ამერიკელთა რიგებში თამაშობს. ეს არცთუ რთული პროცესია, ფეხბურთელმა ფიფას უნდა მიმართოს, სადაც განიხილავენ საკითხს და დართავენ ნებას ნაკრების შეცვლისა.

თუმცა თავად კვირკველიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ნაკრებში გამოსვლას არ აპირებს.


კომენტარები (26)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:33 | 22.04.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია არ დათანხმდება.

04:07 | 22.04.2014
araza-1918 (6330)

რუსები ჯერ ჯანოს ეჩალიჩებოდნენ ეხლა საბას, არაფერი გამოუვათ სხვა თაობა წამოვიდა.

02:03 | 22.04.2014
dinamo11 (1009)

დროა ქეცბაიამ ეს ბიჭი ნაკრებში გამოიძახოს და ათამაშოს ოფიციალურ მატჩი,მაინც რა რუსებს რომ ვნებები ბოლომდე დაუცხრეთ ისე კი წავიკითხე რომ აფსურდს ნუ მეუბნებითო.გენაცვალე საბა ქართველობაში

01:31 | 22.04.2014
iolasha (261)

ძაან ძლიერი ახალგაზრდა ცენტრალური მცველები გვეზრდება: საბა კვირკველია - 22 წლის, 191 სმ. გიორგი გველესიანი - დინამო თბ. 22 წლის, 192 სმ. ძაან მიკვირს ქეცბაია ასეთ იშვიათად პროგრესირებად ფეხბურთელს, ჩვენს ჩემპიონატში შანსსაც რო არ აძლევს. ნიკა ჭანტურია 19 წლის, სიმაღლე არა აქვს დიდი მაგრამ სხვა ყველაფერი აქვს რო ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი დადგეს.სხვებიც იქნებიან კიდე ,მაგრამ ამ 3 ბიჭზე იმიტო გავამახვილე ყურადღება, რომ, მართლა პროფესიონალები არიან და განსხვავებულად უდგებიან თავის საქმეს. რა თქმა უნდა ამათ უნდა დავუმატოთ კაშია, ხუბუტია , ლობჟანიძე და თუ გააგრზელებს პროგრესს ტაბატაძე ტორპედოდან და ნორმალურ დაცვის ხაზს მივიღებთ, სადაც იქნება ნაზავი ახალგაზრდების და გამოცდილების, და რაც ძაან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის და სტილის მცველებს. თუ გავითვალისწინებთ რო ნახევარდაცვა:საყრდენები - კანკავა, დაუშვილი, პაპავა , ცინცაძე, აბურჯანია...შემტევები - ოქრიაშვილი,ანანიძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია, ძალამიძე,ღმერთმა ქნას ყენიაც,თარგამაძე, ზარანდია, მჭედლიძე,ვაწაძე, სხირტლაძე და იმედია არაბულიც, უდაოდ პერსპექტიული გვყავს. შემტევებიდან ყველაზე უფროსი ვაწაძეა 26 წლის, დანარჩენი 18 დან - 24 წლამდე მაშინ რატო არ უნდა გქონდეს ამბიცია, თუნდაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად!!! მთავარია პროფესიონალიზმი ისწავლონ და მუდმივად პროგრესისკენ ისწრაფონ ბიჭებმა, თორე არავიზე ნიჭიერები არ ვართ!!!

01:04 | 22.04.2014
iolasha (261)

არსად ეს კაი კაცი გადასვლასარ აპირებს აი რუსულ საიტზე რას ამბობსstripslashes((strlen('http://mir-politika.ru/12714-solomon-kverkveliya-razocharoval-fabio-kapello-ya-vsegda-mechtal-igrat-za-sbornuyu-gruzii-a-o-komande-rossii-dazhe-ne-zadumyvalsya.html')>0?' http://mir-politika.ru/12714-solomon-kverkveliya-razocharoval-fabio-kapello-ya-vsegda-mechtal-igrat-za-sbornuyu-gruzii-a-o-komande-rossii-dazhe-ne-zadumyvalsya.html':' http://mir-politika.ru/12714-solomon-kverkveliya-razocharoval-fabio-kapello-ya-vsegda-mechtal-igrat-za-sbornuyu-gruzii-a-o-komande-rossii-dazhe-ne-zadumyvalsya.html'))

21:39 | 21.04.2014
araza-1918 (6330)

საბა კაშო აკაკი 3 ცენტრი დაგვრჩა რაც ხიზანა ამისულა ფეხებს ვერ შლიან ეკონომ კლასში. ალეკო აიყვანოს კაპელომ საბას ჯერ ჯობია და არც უარს იტყვის რუსობაზე

21:27 | 21.04.2014
ბაბუ (11760)

მაესტროს თუ ასე მოსწონს ჩვენი საბა ადგეს და მილანში გაუწიოს რეკომენდაცია,მილანს რომ ჭირდება ახლა დაცვა ისე იტალიის არც ერთ გუნდს არ სჭირდება.
რუსეთის ნაკრებს კი რაც დროზე დატოვებს უკეთესი იქნება მაგისთვის.გაპაზორება არ ასცდება.

20:55 | 21.04.2014
რაჭა (10043)

ქრისტე აღსდგა
მრავალს დაესწარით
----------------
25 სმ არ უნდათ????

20:35 | 21.04.2014
gagimarjos (433)

ქრისტე აღსდგა!გილოცავთ ყველას!გფარავდეთ უფალი!

20:21 | 21.04.2014
dinamo11 (1009)

1% შანსიც არ არსებობს.საბა ნაკრების მომავალია

19:35 | 21.04.2014
gionat (2245)

ეს ძველი ინფორმაციიაა დაახლოებით 2-3 თვის წინ იდო სპორტალზე

19:20 | 21.04.2014
komentatori (2299)

გამოუცდელია და სათამაშო პრაქტიკა აშკარად ჭირდება, მაგრამ ისიც ფაქტია რომ კარგი მცველი შეიძლება დადგეს ამისგან და კაშია დაბას დუეტი დაცვაში საკმაოდ ნორმალური იქნება

19:09 | 21.04.2014
Becks23 (1117)

იმედია საბა პატრიოტი ადამიანი გამოდგება და ჩვენს ნაკრებში ღირსეულ ადგილსაც დაიკავებს მართლა ძალიან ნიჭიერი და კაი მცველია

18:58 | 21.04.2014
sabonis (9584)

მიხო ფოცხვერია გახსოვთ რა ნიჭის და ტალანტის ფეხბურთელი რა უქნეს ვითომ ჩვენმა ძმებმა უკრაინელებმა, როცა უკრაინის ნაკრებზე უარი თქვა კრიერა გაუნადგურეს კაცს და რუსები რას იკადრებენ წარმოდგენაც არ მინდა მარა საბა იმედია ყველაფერს გაუძლებს.

18:16 | 21.04.2014
akhali (10761)

levani82
dato77
გმადლობთ.რაღაც ვერ ითამაშეს პორტუგალია,ჩეხებთან...
ნიკა ჭანტურიას მუხლი კიდევ აწუხებს?

18:06 | 21.04.2014
dato77 (251)

stripslashes((strlen('http://fpf360televisao.fpf.pt/canal')>0?'http://fpf360televisao.fpf.pt/canal':'http://fpf360televisao.fpf.pt/canal')) აქ არის 19 წლამდელების პორტუგალიასთან თამაშის გოლები.ამ ლინკზე ცოტა ქვემოთ ჩახვალთ და იქ ნახავთ

17:56 | 21.04.2014
lagashi (6738)

ვითომ
? )

17:12 | 21.04.2014
levani82 (41682)

ახალი ჩეხებთან 2-1 წააგეს

17:09 | 21.04.2014
akhali (10761)

ადმინ
19წლის ნაკრებზე ინფო სად არის?როგორ ითამაშეს?

17:02 | 21.04.2014
akhali (10761)

ქართველი არც უნდა დაფიქრდეს!საერთოდ თითოეული ქართველის ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან წარმატება უნდა იყოს!
კაპელოს ჯანოც მაგრად მოსწონს-აუცილებლად ვათამაშებდი ნაკრებში რუსეთის მოქალაქეობა რომ გააჩნდესო...

17:01 | 21.04.2014
ROONEY_10 (518)

ყაზანის "რუბინის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ როდესაც შეიტყო, რომ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მისით დაინტერესდა და რუსეთის ნაკრებში მის მიწვევას აპირებს, განაცხადა, რომ ძალიან ესიამოვნა ასეთი დიდი მწვრთნელის ყურადღება, მაგრამ რუსეთის ნაკრებში თამაში თავში აზრადაც კი არასოდეს გაუვლია, რადგან ერთია კლუბი და მეორე ეროვნული ნაკრები. "მე ქართველი ვარ, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, იქ მყავს მშობლები, დები და მთელი ცხოვრება საქართველოს სახელის დაცვაზე, მის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ამიხდა. ამიტომ სადმე სხვაგან ჩემი გადასვლა წარმოუდგენელია", - გასაგებად განუმარტა საბამ სატელეფონო საუბარში "იტარ-ტაასის" კორესპონდენტს და ისიც დაამატა, რომ არც რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებს.

16:55 | 21.04.2014
Nika Pilauri (87)

ყოჩაღ უარი როთქვა

16:54 | 21.04.2014
Nika Pilauri (87)

არ უნდა ითამაშოს პტინციპის ამბავია

16:52 | 21.04.2014
ROONEY_10 (518)

დავიჯერო იმ დონეზე გაუჩირდათ რუსებს რო კვირკველიაზე უკეტესი აღარავინ დარჩათ?ცუდი მცველი არისმეთქი არ ვამბობ მაგრამ ხანდახან ძაან ბავშურ შეცდომებს უშვებსხოლმე))

16:43 | 21.04.2014
giorgi534 (234)

ვენაცვალე საბას მართლა უარი თუ განაცხადა

16:35 | 21.04.2014
111111 (5084)

რამდენი ხანია აქ აქ არ დამიწერია მარა ახლა ამაზე ვერ მოვითმინე@@@

კაპელო რა ჩემი ყ__ლ_ე გინდა ?!! გადიი ააცცვი ბიძია აქედან საბა ჩვენი საკრების მომავალია!!!

სექტემბრიდან ველოდები კაშია--საბა-ს დუეტს,90 წუთი თუ არა ნორმალური დრო უნდა დაეთმოს,იმსახურებს!!

16:55 | 21.04.2014
Nika Pilauri (87)

100 პროცენტიანი ხარ

0.131197