ჭადრაკი

21:29 | 21.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

რუსული სუპერფინალის ქართული სენსაცია

რუსეთის მე-60 საჭადრაკო ჩემპიონატის სუპერფინალის ექვსი ტურის თავზე ერთპიროვნულ ლიდერად ქართველი მოჭადრაკე ნაზი პაიკიძე იქცა, რომელმაც უძლიერეს რუს ქალბატონებთან ჭიდილში 4.5 ქულის მოგროვება შეძლო.
პაიკიძე ტურნირის მონაწილე თორმეტ მოჭადრაკეში მე-9 რეიტინგით მოხვდა, თუმცა, გაცილებით ძლიერ მეტოქეებს არ ეგუება და უკვე 4 გამარჯვება იზეიმა, რითაც ჩემპიონატის მთავარ სენსაციად იქცა.
ნაზიმ პირველ ტურში ოლიმპიურ ჩემპიონ ვალენტინა გუნინას (2479) სძლია, შემდეგ კი მსოფლიოს მე-4 ნომერ და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ტატიანა კოსინცევასაც (2581) აჯობა. მე-3 ტურში პაიკიძე შავებით სვეტლანა მატვეევას (2389) დაუზავდა, რასაც ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი მიაყოლა. ქართველ მოჭადრაკეს ნატალია პოგონინამ (2472) შავი ფიგურებით აჯობა.
ამ წარმატებლობამ ნაზი სატურნირო ცხრილში კი დააქვეითა, თუმცა, აღიშნულის შემდეგ ქართველმა ტალანტმა ორი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა. პაიკიძემ მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2507) შავებით დაამარცხა, ტატიანა შადრინას (2384) კი თეთრებით უკვე 38-ე სვლაზე მოუგო.
მოსკოვის მოჭადრაკეთა ცენტრალურ სახლში მიმდინარე ჩემპიონატზე ორშაბათი დასვენების დღედ არის გამოცხადებული, სულ კი სუპერფინალში 11 ტური შედგება, რომელთაგან ბოლო 27 ნოემბერსაა დაგეგმილი.
23-ში, მე-7 ტურში პაიკიძე შავი ფიგურებით ოლგა გირიას (2435) დაუპირისპირდება, რომელიც 2 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. სუპერფინალის საპრიზო ფონდი 1 400 000 რუბლია, საიდანაც ჩემპიონი 400 ათასს მიიღებს.

რუსეთის მე-60 საჭადრაკო ჩემპიონატის სუპერფინალი ქალთა შორის. მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ
1. ნაზი პაიკიძე (2401) – 4.5 ქულა

2. ნადეჟდა კოსინცევა (2576) – 4
3. ნატალია პოგონინა (2427) – 4
4. ტატიანა კოსინცევა (2581) – 3.5
5. ალისა გალიამოვა (2487) – 3.5
6. ალექსანდრა კოსტენიუკი (2507) – 3
7. ტატიანა შადრინა (2384) – 3
8. ანასტასია ბოდნარუკი (2407) – 3
9. ვალენტინა გუნინა (2479) – 2.5
10. ვერა ნებოლშინა (2377) – 2.5
11. ოლგა გირია (2435) – 2
12. სვეტლანა მატვეევა (2389) – 0.5 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099574