ფეხბურთი

0:16 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსული ფლეი-ოფები: "სკა-ენერგიამ" საქმე გაირთულა

"როსტოვი" აპროტესტებს - რატომ ითამაშა გრიგალაშვილმა?

რუსეთის პრემიერლიგის ფლეი-ოფში ორივე მატჩი გაიმართა. "სკა-ენერგიამ" "როსტოვთან" გასვლაზე 0:2 წააგო და ძალიან გაირთულა საქმე. შესძლებს კი გიორგი დარასელიას გუნდი 3 ივნისს ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას? ხაბაროვსკელებმა მეორე გოლი ბოლო წუთზე გაუშვეს.

დარასელიამ შეუცვლელად ათამაშა გიორგი ნავალოვსკი და გოჩა ხოჯავა. შოთა გრიგალაშვილი ზედ საფინალო სასტვენის წინ შეცვალა, ხოლო ოთარ მარცვალაძე სათადარიგებში იყო და 57-ე წუთზე შეიყვანა მინდორზე. ნავალოვსკიმ გაფრთხილება მიიღო. რაც შეეხება ლაშა სალუქვაძეს, მას ტრავმა აქვს და არ უთამაშია. 

ქართველთაგან ყველაზე აქტიური გრიგალაშვილი იყო. მეტიც, გუნდში საუკეთესოც გახლდათ, თუმცა "სკა-ენერგია" გოლს ვერ ეწია.

მიუხედავად მოგებისა, "როსტოვი" აპროტესტებს - მათი აზრით, გრიგალაშვილს თამაშის უფლება არ ჰქონდა. არადა, ამ თემაზე უკვე ისაუბრეს რუსეთში და ფიფა-სა და რუსეთის საფეხბურთო კავშირის წესებით, შოთას (და შესაბამისად, კლუბსაც) არაფერი დაურღვევია. გრიგალაშვილს ამ სეზონში ჩემპიონატის მატჩები მხოლოდ 2 კლუბში აქვს ჩატარებული ("ალანია", "სკა-ენერგია"), ხოლო მანამდე გორის 'დილაში" განაცხადში არ ყოფილა და მხოლოდ ევროპის ლიგაზე ითამაშა.

ფლეი-ოფის მეორე შეხვედრაში "კრილიამ" შინ 2:0 სძლია ნალჩიკის 'სპარტაკს" და წყვილში ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა. მასპინძელთაგან შეუცვლელად ჩაატარა მატჩი ალეკო ამისულაშვილმა, ხოლო სტუმართაგან დავით სირაძე ასევე სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. სირაძემ ორჯერ შორიდან სცადა გატანა, თუმცა ოდნავ უზუსტო დარტყმები გამოუვიდა. სხვათა სორის, "კრილიამ" ორივე გოლი პენალტით გაიტანა.

მოკლედ, "როსტოვი" და "კრილია" წყვილში ფავორიტები არიან, თუმცა ყველაფერს საპასუხო მატჩები გადაწყვეტს.   

პოლონეთში უკვე ჩემპიონმა "ლეგიამ" გასვლაზე 0:0 ითამაშა ხოჟუვის "რუხთან". ლადო დვალიშვილმა ბოლო 17 წუთი გაატარა მინდორზე.

0.118746