ფეხბურთი

17:22 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი “ბაიერნისთვის” მზადაა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ აწუხებს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. “სკაი სპორტსის” ცნობით, ინგლისელი მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებს.

“100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუნი ითამაშებს. ამაზე ლუდის დიდ კათხას ჩამოვდივარ! დარწმუნებული ვარ, მოედანზე ანტონიო ვალენსიაც გამოვა. რუნი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს”, - განაცხადა “ბაიერნის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერისა” და “ბაიერნის” პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ოთხშაბათს, მიუნხენში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112586