ჭადრაკი

23:10 | 12.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელი დაწინაურდა

იტალიის ქალაქ კოურმაიეურში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, შვიდი ტურის თავზე, რუმინელი მიჰაი სუბა (2465) დაწინაურდა. მის აქტივში 6.0 ქულაა და იგი უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით უსწრებს.
გასული დღეების შემდეგ, ქართული დუეტიდან, უკეთესი შედეგი ნონა გაფრინდაშვილს (2362) გააჩნია, რომელიც 5.0 ქულით მერვეა, ხოლო თამარ ხმიადაშვილს 4.5 ქულით მეოცე ადგილი უკავია. მე-7 ტურში ქართველებმა პარტიები ყაიმებით დაასრულეს. ქალბატონი ნონა გერმანელ ვერნერს (2353) დაუზავდა, თამარი კი – შვეიცარიელ ჰოჰლერს (2144).
მორიგ ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს გალინა სტრუტინსკაიას ეთამაშება, ხოლო ხმიადაშვილი თეთრებით იტალიელ როსინოს გაეჯიბრება.
ევროპირველობა, რომელსაც ასამდე მონაწილე ჰყავს, 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და თოთხმეტ აპრილს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 10350 ევროა. აქედან, კაცთა შორის საუკეთესო ათასშვიდას ევროს მიიღებს, ხოლო ქალბატონებში გამარჯვებული – შვიდას ევროს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16207