ფეხბურთი

22:55 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: “მშიერი მგლები ვართ”

იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია “სამპდორიასთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “ნაპოლისთან” თასზე წაგების (0:3) შემდეგ, მისი ფეხბურთელები გაბრაზებულები არიან.

“სამპდორიას” პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენთვის სულერთია, ვინ თამაშობს ჩვენს წინაღმდეგ. ჩვენი ფეხბურთი და ის სიბრაზე უნდა ვაჩვენოთ, რომელიც “ნაპოლისთან” მარცხის შემდეგ გვქონდა.

გუნდი აჩვენებს, რომ ჩვენ მშიერი მგლები ვართ. კვირის შუაში განცდილი მარცხი უნდა დავივიწყოთ. თასი და ჩემპიონატი ერთმანეთისგან განსხვავებული ტურნირებია.” – ციტირებს გარსიას სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110372