რთველი არა მხოლოდ საქართველოში, ესპანეთში და თთიქმის მთელ ევროპაში დაიწყო. ფოტოებზე გამოსახული შესანიშნავად მოვლილი ვენახი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, ანდრეს ინიესტას ეკუთვნის. ინიესტების მამაპაპისეული ვენახი კასტილიის მხარეში, ლა მანჩის რეგიონში მდებარეობს.
სამწუხაროდ, წლევანდელ რთველზე ანდრესი ვერ ჩავიდა. საფეხბურთო სეზონი ახალი დაწყებულია და ახლა ინიესტასგან ვენახში ყურძნის საკრეფად წასვლა კატალონიელი ქომაგების თვალში კარგი საქციელი ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელმა საკუთარ ვენახზე უარი თქვა.
ანდრეს ინიესტა თითქმის ყოველწლიურად აფართოებს საკუთარ ვენახებს და ამჟამად უკვე სამ რეგიონში გაშენებული ვაზის ზვრებით იწონებს თავს. ანდრესი განსაკუთრებით თავისი ახლადშეძენილი ვენახით ამაყობს, რომელიც კატალონიის რეგიონში, ბარსელონასთან ახლოს აქვს. ინიესტები ღვინოს ძირითადად მუხის ძველ კასრებში აყენებენ. თუმცა, ფეხბურთელსა და მის პარტნიორებს გადაწყვეტილი აქვთ, კლასიკური (ევროპული) ტიპის ღვინო უჟანგავი ფოლადის ჭურჭელშიც დააყენონ. ბარაქა, ანდრეს, ბარაქა!







