თამაშგარე

13:34 | 3.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ოჯახური ტაბუ

ძუნწი არ დამალავს მიწაში ოქროს ისეთი მონდომებით, როგორც კრიშტიანუ რონალდუ მალავს თავისი შვილის დედის ვინაობას. როგორ არ უტრიალეს და როგორ არ სცადეს ესპანელმა ჟურნალისტებმა, რომ ფეხბურთელისათვის დაეცდევინებინათ, ვის მუცელში იჯდა მთელი 9 თვე მისი შვილი, მაგრამ რონალდუ ამას არაფრით არ ამბობს.
ერთ-ერთმა მადრიდელმა ჟურნალისტმა იმდენად გაუწყალა გული რონალდუს შვილის შესახებ დასმული კითხვებით, რომ აღშფოთებულმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს გვარიანად “შეუკურთხა” და თან დაიქადნა – ამ თემის გარშემო, თუ კიდევ მკითხავთ, გინებიდან “საქმეზეც” გადავალო.
ფეხბურთელს შესაძლოა, გარკვეული მიზეზებით არ სურს, რომ მისი შვილის დედის ვინაობა გაამხილოს, მაგრამ უცნაურია საკუთრივ ბავშვის დედის პოზიცია. დედა-შვილობის მარადიულ გრძნობასაც რომ თავი დავანებოთ, გასაკვირია, რომ მას ერთხელ მაინც არ გაუჩდა სურვილი, ტელეკამერების წინ, რონალდუს შვილის დედის ამპლუაში ეყელყელავა. განა ცოტა ქალი ოცნებობს ამაზე?..

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097393